ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინგლისურ ენაზე შედგა. „ჩვენ ვიცით, რამდენად მაღალია მშვიდობის ფასი“, – […]
ნავალნის ცხედარი გაქრა – რა უთხრეს მორგში ოჯახს

ალექსეი ნავალნის ადვოკატი და დედა სალეხარდის მორგში იმყოფებოდნენ, თუმცა ის დაკეტილი დახვდათ. მორგში დარეკვის შემდეგ, მათ უთხრეს, რომ ცხედარი არ ჰქონდათ. ამის შესახებ ოპოზიციონერის პრესმდივანი კირა იარმიში იტყობინება. მანამდე რუსი ოპოზიციონერის დედა და ადვოკატი სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში იმყოფებოდნენ, სადაც ნავალნიჰყავდათ გამომწყვდეული. კოლონიაში დედას სიკვდილის ცნობა მისცეს და აცნობეს, რომ ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში იყო […]
“უზარმაზარი საფრთხე, რაც ემუქრება მთელ სამყაროს და მათ შორის საქართველოს…” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობა რუსეთში არავის უკვირს. თუმცა, ნავალნის დაღუპვა სისტემის დეგრადაციის სრულიად ახალი, შეიძლება ითქვას, ბოლო ფორმაა. პუტინის რუსეთმა გაიარა გზა ავტორიტარიზმიდან დიქტატურამდე და გუშინ უკვე გაფორმდა ტოტალიტარიზმად. შესაბამისად, ჩვენ ახალ რეალობას ნავალნი ვის “ევასებოდა” და ვის არა, “ნავალნის საქართველო არ ევასებოდა და დავიკიდოთ” კონტექსტში კი არა, იმ უზარმაზარი საფრთხის პრიზმაში უნდა […]
“უკრაინამ ერთდროულად 3 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა” – რუსლან შავაძე

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე: 🔥დღეს დილით აღმოსავლეთის ფრონტის მიმართულებაზე, უკრაინის ჯარების პოზიციებზე ოკუპანტების მიერ საჰაერო ბაზირების პლანირებადი საავიაციო ბომბებით დაბომბვების დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი: 🚀2 ერთეული მრავალფუქნციური Su-34-ის გამანადგურებელ/ბომბდამშენი, ერთი საფრენი აპარატის ღირებულიება 35-40$ მილიონი დოლარი. 🚀1 ერთეული Su-35-ის ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი ღირებულება 40-45$ […]
ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა – ქედა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში – სოფელ დოლოგანში გვიან ღამით ავარიისას 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. “IPN-ის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობს შეეჯახა.
9 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, რომლის ზარმაც Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნა – პროკურატურა

პირს, რომელსაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთებას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს ბრალი პროკურატურამ უკვე წაუყენა. საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ეს არის პირი, რომლის სატელეფონო ზარმაც 14 თებერვალს ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნა. მგზავრებისა და ბორტის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობაზე […]
ილია დარჩიაშვილი მიუნხენში ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

2024 წლის 17 თებერვალს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრთან, იან ბორგთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში მალტის პრიორიტეტები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. საქართველოს საგარეო საქმეთა […]
დავით მათიკაშვილი – თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ეს ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას – ხაზარაძე საკუთარი ტყუილების ლაბირინთშია გახლართული

ხაზარაძე საკუთარი ტყუილების ლაბირინთში არის გახლართული და ახლა უნიჭოდ ცდილობს, რომ ამ ლაბირინთიდან გამოძვრეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ლელოს“ ინიციატივებზე – საპენსიო ზრდასთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას გამოიწვევს. […]
ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორს შეხვდა

2024 წლის 17 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორს, დეიმონ ვილსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოს, საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ როლს. უწყების განმარტებით, მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ილია დარჩიაშვილი ალბანელ კოლეგას შეხვდა

2024 წლის 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ალბანეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრს, იგლი ჰასანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირში […]