,, თავხედს თავხედურად უნდა მოექცე! ამიტომ, უჯობს, საქართველოში არ დააკრძალინოს თავი!” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილისა და ვილოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,“დედობრივი” სიყვარულით! 🤣 არააა… ძუკნა ძაღლის ინსტინქტით მოქმედებს! ერთი რამ ვერ შეძლო მხოლოდ, ომში ჩაერთო საქართველო და ამოსაწყვეტად გამეტებული ჩვენი შვილების “მგლოვიარე” მთავარსარდალი გამხდარიყო! მერე გენახათ ამისი ხაკისფერი კიტელები და ფაშისტებთან პაჩი- პუჩები თავხედს თავხედურად უნდა მოექცე! ამიტომ, უჯობს, საქართველოში არ […]

ნავალნის სპიკერი: ნავალნის ცხედარი იმ მორგში არ არის, სადაც ამტკიცებდნენ, რომ იყო

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა თქვა, რომ ნავალნის ცხედარი მორგში არ არის, სადაც ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ იყო. როგოც მან აღნიშნა, ნავალნის დედა და ადვოკატი მივიდნენ მორგში, სალეხარდში, ციხესთან ახლოს, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ. “ადვოკატმა კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ […]

მაისში, გურჯაანში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 21 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებულს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, დაზარალებულთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა. აღნიშნულ ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, […]

ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი არის პუტინის განსაკუთრებული სისასტიკის შეხსენება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე ისაუბრა. “ძალიან მალე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავი დადგება. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი […]

სარჯველაძე: უტიფარი და უსუსური მცდელობაა ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, “უტიფარი და უსუსური მცდელობაა” ნავალნისა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლება. “სრულიად უტიფარი და ამავდროულად, უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. მე მგონია, რომ ეს არის სრული ამორალობა – პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია”, […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს

დღეს, 17 თებერვალს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია, ისინი კლინიკის დემონტაჟის შესახებ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ. „ჩვენ ვაპროტესტებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვას, რაც მთავრობამ ახალი საავადმყოფოს მშენებლობის მოტივით გადაწყვიტა. კლინიკის დახურვა, არც ახალი შენობის და არც ძველი შენობის რეაბილიტაციის მოტოვით, არავითა საჭიროებას არ წარმოადგენს. ეს თავისუფლადაა შესაძლებელი ისე, რომ კლინიკამ არ […]

“ვოლკანოვსკი თოფურიას დაანოკაუტებს” – მაკგრეგორის პროგნოზი

ქართული MMA-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე 1 დღე დარჩა. მოგეხსენებათ, UFC-ი 298-ზე მერაბ დვალიშვილი სეხუდოს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში უკვე ულაპარაკოდ მიიღებს ქამრისთვის (შონ ომალი ჩიტო ვერას 9 მარტს შეხვდება) ჩხუბის შანსს, რაც შეეხება ილია თოფურიას, “მატადორი” ლეგენდარულ ავსტრალიელს ჩემპიონის ტიტულის წასართმევად დაუპირისპირდება. UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორი აღნიშნულ ივენთს გამოეხმაურა და […]

შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე – ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველა ვალდებულია, საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოსცილდეს

ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების და ლიდერების აღიარებები. აღიარების სივრცე, არც არსებობს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ […]

გია ვოლსკი – აშკარაა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული

აშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლას. „მიიწვიეს, ჩავიდა და რა საკვირველია, როგორც ადრე, არაფერ სიკეთეს არ […]

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი – ტრამპის შესახებ წუწუნი უნდა შევწყვიტოთ – ჩვენ მასთან უნდა ვიმუშაოთ, ვინც საცეკვაო მოედანზეა

ტრამპის შესახებ წუწუნი უნდა შევწყვიტოთ, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ტრამპის შესახებ წუწუნი და ჩივილი უნდა შევწყვიტოთ, ეს ამერიკელების გადასაწყვეტია. მე ამერიკელი არ ვარ, აშშ-ში ხმის მიცემა არ შემიძლია. ჩვენ მასთან უნდა ვიმუშაოთ, ვინც საცეკვაო მოედანზეა. მთელი ეს წუწუნი და ჩივილი ტრამპზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში […]