დმიტრო კულება მიუნხენში ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიუნხენში ენტონი ბლინკენს შეხვდა. დმიტრო კულებას ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებების მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება იყო. „მე მას ყველაფრისთვის, რაც აშშ-მა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა მადლობა გადავუხადე. ასევე, უკრაინის დამცველების გადაუდებელი და პრიორიტეტული საჭიროებების: საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების შესახებ ვესაუბრე. აღნიშნულ კონტექსტში […]

შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ითხოვენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მიიღონ გადაწყვეტილებები – ჩვენ ამას არ დავთანხმდებით

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ითხოვენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაშიც მიიღონ გადაწყვეტილებები – ჩვენ ამას არ დავთანხმდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ითხოვდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით ხდებოდეს, […]

“ჯენოასთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს 24-ე ტურში “ნაპოლი” “ჯენოას” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე. დაპირისპირება “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

„ველით პრემიერთან კომუნიკაციას, დრო ძალიან ცოტა გვაქვს” – რესპუბლიკურის ექიმებმა მსვლელობა გამართეს

17 თებერვალს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა მეტრო “რუსთაველიდან” პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს, რომლის მიზანიც საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ ბრძანების გაუქმების მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაჟღერება იყო. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, ნინო ოთარიშვილი BM.GE-ისთან აღნიშნავს, ამჟამად რესპუბლიკურის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან კონსულტაციების გამართვას ელიან. “მოთხოვნა უცვლელია, უნდა გაუქმდეს ბრძანებულება რესპუბლიკურის დემონტაჟის, გაუქმების, ლიკვიდაციის შესახებ. მსვლელობის მიზანი იყო, […]

“აი, უკვე მართლა წაიშალა საზღვრები! უკვე შემაძულა თავი ყველაფერმა, სარჩელი შემაქვს” – რამ განარისხა ეკა კვალიაშვილი

· 1 მომღერალი ეკა კვალიაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. “აი, უკვე მართლა წაიშალა საზღვრები! უკვე შემაძულა თავი ყველაფერმა, ვიწვევ პრესკონფერენციას და სარჩელი შემაქვს საერთაშორისო სასამართლოში! რახან ასეა, რახან დაიკიდეთ ფეხზე ეკა კვალიაშვილი, ახლა მე მიყურეთ, როგორი სასწაული დაკიდება ვიცი!” “ჩემი სამშობლოც და ქვეყანაც ის არის, რომელიც აფასებს, პატივს სცემს, ადამიანს, ნიჭს, თავისუფალ ნებას! […]

ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ნავალნისთან შედარების მიზეზი არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება არ შეიძლება. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. „დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს…“ – უთხარა ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს, რაზეც მან უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია“, – […]

Nike 1700-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Nike თავისი თანამშრომლების დაახლოებით 2%-ს, ანუ 1700-მდე ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებს, რადგან სპორტული ტანსაცმლის გიგანტი ცდილობს, რომ ხარჯები 2 მილიარდ დოლარამდე შეამციროს. NIKE-ის უახლესი წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმებული იყო დაახლოებით 83,700 ადამიანი მთელ მსოფლიოში. NIKE-ში აცხადებენ, რომ მომხმარებელთა ქცევა იცვლება და ისინი უარს ამბობენ ძვირად ღირებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. დეკემბერში […]

შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის და ნავალნის შედარება უინტერესოა – სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა და რეჟიმი შექმნა

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხი არის მარტივად, ის გახლავთ სისხლის სამართლის დამნაშავე და ყოველგვარი შედარება უინტერესოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა საკუთარი სასჯელის ყოველი დღე მოიხადოს. მისი თქმით, ეს არის მათი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე. „ყოველგვარი შედარება ზოგადად უინტერესოა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხი […]

საქართველოს პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის. მიუნხენის მე-60 კონფერენცია […]

„ახალი შეყვარებული მყავს!“ – ვის ფოტოს აქვეყნებს მაია ასათიანი! ხალხი შოკირებულია

· 0 პოპულარული ქართველი ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში, კერძოდ კი ინსტაგრამ პლატფორმაზე, სადაც ბოლო ხანს დიდი აქტიურობით გამოირჩევა, აზიარებს მისი ცხოვრების საუკეთესო დეტალებს, კომუნიკაცია აქვს გამომწერებთან და ა.შ. ხშირად მისი ორსულობისა, ან ახალი სასიყვარულო თავგადასავლების ჭორებიც გავრცეკლებულა და ამის შესახებ კომენტარებში ტელეწამყვანს ხშირად ეკითხებიან. დღეს ჟურნალისტმა ისეთი შინაარსის სთორი გამოაქვეყნა, რასაც ძალიან იშვიათად აკეთებს-ხოლმე. […]