ნავალნის სპიკერი: ნავალნის ცხედარი იმ მორგში არ არის, სადაც კოლონია ირწმუნებოდა

ალექსეი ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, მისი ცხედარი იმ მორგში არ არის, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ იყო. ამის შესახებ იარმიში სოციალურ ქსელში წერს. “სალეხარდის მორგში ალექსეის ადვოკატი და დედა მივიდნენ. ის დახურულია, მიუხედავად კოლონიის რწმუნებისა, რომ მუშაობს და ნავალნის ცხედარი იქ არის. კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა ადვოკატმა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს […]
“არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია” – ზურაბიშვილი სააკაშვილსა და ნავალნიზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ალექსეი ნავალნის შორის პარალელის გავლება შესაძლებელია. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. “არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია… შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, […]
საქართველო რუსეთი არაა – ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის და ნავალნის შედარება არ შეიძლება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება რუსეთის ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისა და საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შედარება. ამის შესახებ მან Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. “არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია… შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. რუსეთში, კოლონიაში […]
ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტატუსის მინიჭების დროს მხარდაჭერისათვის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა სტატუსის მინიჭების პროცესში მხარდაჭერისათვის. ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. “მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის”, – წერია პრესსამსახურის […]
სასამართლოს განაჩენით, დონალდ ტრამპმა 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმა უნდა გადაიხადოს

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა Trump Organization-ის აქტივების შეფასებისას თაღლითობისთვის. ტრამპი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ის ყოველწლიურად, ათი წლის განმავლობაში, თავისი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულებას 3,6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რაც საშუალებას აძლევდა, მიეღო უფრო ხელსაყრელი სესხის პირობები. სასამართლომ ასევე აუკრძალა ტრამპს სამი წლის განმავლობაში ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის […]
ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მოჭიდავე იყო, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გადაღებულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“. ლევან თედიაშვილი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.
მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ეს შედგა – კასიანოვი ზელენსკის და ზურაბიშვილის შეხვედრაზე

ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას მიუნხენის კონფერენციაზე, ანდრეი კასიანოვი, რომელიც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება: “მნიშვნელოვანი და დროული შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ეს შედგა! მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ურთულეს დროს. ვაფასებთ და მადლობას ვუხდით ქართველ მოხალისეებს და თანამებრძოლებს, მუდამ გვერდში დგომისთვის! ჩვენთვის თქვენ ნამდვილი […]
,, ქართველები საკუთარი თავის დასაკლავ დანას ლესავენ” – დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მიუნხენში ბრიტანეთის დაზვერვის MI6-შეფს რიჩარდ მურს კულუარულად შეხვდა! მოკლედ, “მიიღო” დავალებები და როგორც კი ჩამოვა, აღსრულებას შეუდგება! მას ჰყავს სამხრეთ კავკასიაში მისნაირი “ჭკვიანი” პარტნიორი – საქართველოს ხელისუფლება! აბა, თქვენ იცით! მთავარია, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოთ დავალება! 🙂 p.s. რამდეხნის წინათ დავიწყე საუბარი ბრიტანულ პროექტზე და სამხრეთ კავკასიაში […]
“მოიხოდე, შე ჩემა!” – მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები – გიორგი კეკელიძე

მძიმე დეპრესიასა და შფოთვითი აშლილობებისას ასაკრძალი ფრაზები: ,,გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია!” ,,თავი ხელში აიყვანე!” ,,თავს შემოუძახე!” ,,ნახე, გარეთ რა კარგი ამინდია!” ,,მოიხოდე, შე ჩემა!” ,,ნუ ზარმაცობ, წამომყევი, ცოტა ვივარჯიშოთ! ისე, შენა და 100 ლარი ხომ არ გაქვს, რაღაცაზე დამჭირდა” ,,მგონი მოგწონს ასე ყოფნა!” ,,შენ რა გჭირს სადეპრესიო, აბა, გივიმ რა თქვას?” ,,შეხედე იქ რა ხდება, ომია, […]
შალვა პაპუაშვილი მიუნხენში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე – ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა. „ეს გახლავთ ქალბატონ სალომეს კერძო მგზავრობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უცნობი და უინტერესოა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა ხელისუფლება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, […]