კადიროვის 18 წლის შვილი ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნეს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის შვილი, ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნეს და რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა გაავრცელა. მან ახმატ კადიროვს ორდენი, რომელიც რამზანის მამის, ასევე ახმატ კადიროვის სახელობისაა, პირადად გადასცა. აქამდე ახმატ კადიროვს ეკავა ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოსტი. ბოლო […]

„საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“ – ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ აკადემიაში არ არის აღმართული სახელმწიფო დროშა – ეს დეზინფორმაციაა დისკრედიტაციის მიზნით

„დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აკადემიაში სახელმწიფო დროშა აღმართული არ არის. აკადემიის განმარტებით, ინფორმაცია არასწორია და ის მიზნად დისკრედიტაციას ისახავს. „სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სსიპ „დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში“ არ არის აღმართული სახელმწიფო დროშა. ეს გახლავთ დეზინფორმაცია აკადემიის დისკრედიტაციის […]

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. დღეს გენერალ კრისტოფერ კავოლისთან განვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა, წინსვლა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში“, – წერს […]

მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება 17-18 თებერვალს, შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ავრცელებს უწყების პრესსამსახური. დღეს, 17 თებერვალს, დარჩიაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან: “მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა […]

თბილისის 6 500 აბონენტს გაზმომარაგება 12 საათით შეუწყდება

19 თებერვალს თბილისის 6 500 აბონენტს გაზმომარაგება 12 საათით შეუწყდება. თბილისი ენერჯი მიზეზად ქსელზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. გაზის მიწოდება 19 თებერვალს 22:00 საათიდან შეწყდება, ხოლო აღდგება 20 თებერვალს, 10:00 საათზე. გაზმომარაგება შეეზღუდება: ხიზამბარელის ქუჩის მიმდებარედ შპს ,,მილენიუმ ჰაუსი”-ს, ხიზაბავრის ქ. 24-ში მდებარე შპს ,,გ ლ დეველოპმენტი”-ს, ხიზაბავრის ქ. 7 (ხიზამბარელის ქ. 14-ის მიმდებარედ), ხიზაბავრის […]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იემენელი ჰუსიტები ტერორისტებად ხელახლა გამოაცხადა

დაჯგუფენა ანსარალაჰი, ანუ ფართოდ ცნობილი, როგორც ჰუსიტების მოძრაობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კვლავ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. მოძრაობის ტერორისტულ დაჯგუფებად ოფიციალური გამოცხადება აშშ-ს საშუალებას მისცემს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ მოძრაობას მსოფლიო საფინანსო სისტემაზე წვდომა შეუწყვიტოს. იემენელი ჰუსიტები აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტერორისტებად ჰყავდა გამოცხადებული, თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოძრაობას ეს სტატუსი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2021 […]

სინამდვილეში, ის რასაც ამბობს, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას. მას უნდა მოატყუოს ქართველი ხალხი, თუმცა ქართველი ხალხი ასე ადვილად არ ტყუვდება

სინამდვილეში, ის რასაც ამბობს, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას. მას უნდა მოატყუოს ქართველი ხალხი, თუმცა ქართველი ხალხი ასე ადვილად არ ტყუვდება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძეს ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ როდესაც ის რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე საუბრობს, კარგად იცის, რომ ეს, პირველ რიგში, საქართველოს ვნებს, ვინაიდან სანქციების დაწესება ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას ნიშნავს. […]

ალექსეი ნავალნისთვის გამართლებული იყო საქართველოს ოკუპაცია. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რა ერქმევა ოკუპანტს, პუტინი თუ ნავალნი?

ალექსეი ნავალნისთვის გამართლებული იყო საქართველოს ოკუპაცია. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რა ერქმევა ოკუპანტს, პუტინი თუ ნავალნი? „ალექსეი ნავალნი ცნობილია საქართველოს მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. უფრო მეტიც, ის ღიად იწონებდა რუსეთის მიერ 2008 წლის აგრესიას საქართველოზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც პოსტშია აღნიშნული, სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ, […]

ბავშვმაც კი იცის, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება. როგორც არ უნდა ეცადოს განცხადებების გადაკეთებას, თავს ვერ დაიძვრენს, კიდევ ერთხელ ჩანს მისი პოპულიზმი და მცდელობები, მოატყუოს საზოგადოება

ბავშვმაც კი იცის, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება. როგორც არ უნდა ეცადოს განცხადებების გადაკეთებას, თავს ვერ დაიძვრენს, კიდევ ერთხელ ჩანს მისი პოპულიზმი და მცდელობები, მოატყუოს საზოგადოება ხაზარძემ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი აბსურდული განცხადებებიდან რამდენჯერმე უკან დაიხია. პირველი გახსოვთ, 1000 ლარიან პენსიას ჰპირდებოდა და ოპოზიციურმა სპექტრმაც კი მიუთითა, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილის […]

ნავალნის წარმომადგენელი: კოლონიის მითითებულ მორგში მისი ცხედარი არ არის

ალექსეი ნავალნის წარმომადგენელმა, კირა იარმიშმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი “ტვიტერი”) დაწერა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცხედარი არ არის იმ მორგში, რომელზეც კოლონიამ ოჯახს ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ოჯახს მორგი დაკეტილი დახვდა. “სალეხარდის მორგში ალექსეის ადვოკატი და დედა მივიდნენ. ის დახურულია, მიუხედავად კოლონიის მტკიცებისა, რომ მუშაობს და ნავალნის ცხედარი იქ არის. კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა ადვოკატმა. […]