კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა – პაპუაშვილი ზურაბიშვილ-ზელენსკის შეხვედრაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მისთვის საინტერესო არაა. პაპუაშვილს ჟურნალისტებმა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შეფასება სთხოვეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში კერძო ვიზიტით იმყოფება. „ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დღეს, 17 თებერვალს, […]

„ველით პრემიერთან კომუნიკაციას, დრო ძალიან ცოტა გვაქვს” – რესპუბლიკურის ექიმებმა მსვლელობა გამართეს

17 თებერვალს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა მეტრო “რუსთაველიდან” პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს, რომლის მიზანიც საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ ბრძანების გაუქმების მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაჟღერება იყო. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, ნინო ოთარიშვილი BM.GE-ისთან აღნიშნავს, ამჟამად რესპუბლიკურის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან კონსულტაციების გამართვას ელიან. “მოთხოვნა უცვლელია, უნდა გაუქმდეს ბრძანებულება რესპუბლიკურის დემონტაჟის, გაუქმების, ლიკვიდაციის შესახებ. მსვლელობის მიზანი იყო, […]

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდმა” როგორც იქნა მოიგო

ჩემპიონშიფის 33-ე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე აუტსაიდერ „როტერჰემს“ 1:0 სძლია. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში sofascore-მა 6.7 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.5-ით, flashscore-მა კი 6.4-ით. „უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 44 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 24 თებერვალს „ჰადერსფილდს“ უმასპინძლებს. როტერჰემი – […]

კულტურის კომიტეტის ინიციატივით, დასკვნითი თემატური დისკუსია „სახელოვნებო განათლების რეფორმა” გაიმართა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, სახელოვნებო განათლების სისტემის გამართვის, ხელმისაწვდომობისა და საკანონმდებლო ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით დასკვნითი პანელური დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თემატური პანელის „სახელოვნებო განათლების რეფორმა” მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ. პარლამენტის […]

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრმა უხელმძღვანელა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა, საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრებს წარმატებები უსურვა. მისივე განცხადებით, საბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება. „განახლებული შემადგენლობით, პროფესიული განვითარების საბჭომ 9 საკითხი განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, […]

ისრაელის თავდასხმის შემდეგ, იზრდება შიში ღაზის მთავარი საავადმყოფოს გამო

17 თებერვალს გაძლიერდა შიში ღაზის ერთ-ერთ მთავარ საავადმყოფოში ჩარჩენილი ადამიანების გამო მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა იერიში მიიტანეს ამ ობიექტზე. რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე პაციენტი დაიღუპა ჟანგბადის უკმარისობის გამო. სამინისტრომ, რომელსაც მართავს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასი – 16 თებერვალს, საღამოს, განაცხადა, რომ სულ მცირე, 120 პაციენტი და ხუთი […]

საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება

საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება. აღნიშნულ ინიციატივაზე საქართველოს მთავრობა მუშაობს. როგორც პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული, „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს. „საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ […]

“მგონი იქით მადლობა უნდა ვთქვათ, ხელისუფლება ნავალნის სიკვდილზე ხმას რომ არ იღებს” – ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: პუტინს რაში აწყობდა ნავალნის სიკვდილი, უფრო სავარაუდოა, რომ ამერიკელებმა გაწირესო. ასეთი ვერსიაც შემხვდა ამ ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი მომხრისგან, ოხრად ლაიქებით. ისე კი სხვანაირი აზრის გამომთქმელი ესენი არ არიან და მგონი იქით მადლობა უნდა ვთქვათ, ხელისუფლება ნავალნის სიკვდილზე ხმას რომ არ იღებს და მსგავსი ამორალური ბოდვებით თავს არ გვჭრის მთელ მსოფლიოში. თუმცა, ზაზა […]

ხვიჩას კარგი მატჩი – “ბარსელონასთან” შეხვედრის წინ “ნაპოლი” სახლში “ჯენოას” დაუზავდა [VIDEO]

სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩი 1:1 დასრულდა. როგორც მოსლოდნელი იყო უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლენ, კვარაცხელიამ მეტოქე ცრუმოძრაობებით ჩამოიცილა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს მეკარე მარტინესი დაეუფლა. ცოტა ხანში მან ანგისას არ გაატანინა. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მერეტი. მერე ხვიჩას მცველი ეუხეშა, მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია, ქართველმა პროტესტი ემოციურად […]

ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი – რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “ჯენოასთან” მატჩში?

სერია A-ს 24-ე ტურში “ნაპოლიმ” “ჯენოას” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. “პარტენოპეის” რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. Flashscore-მა “კვარას” გარჯა 7.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მა ქართველს 8.1 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 8.3. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა. შეგახსენებთ, “ნაპოლი” მორიგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 თებერვალს, […]