ნავალნის ოჯახმა და ახლობლებმა დაადასტურს ნავალნის სიკვდილი, ხელისუფლება ცხედარს არ მათ არძლევს

ალექსეი ნავალნის ოჯახმა და ახლობლებმა დაადასტურეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალება კოლონიაში და მოითხოვეს მისი ცხედრის დაბრუნება, მაგრამ ხელისუფლება უარს ამბობს და ნავალნის ადვოკატებსა და დედას განუცხადეს, რომ “გამოძიება” სიკვდილის მიზეზის შესახებ დასრულდება მომვალ კვირაში. “ალექსეის ადვოკატი და მისი დედა იყვნენ სალეხარდის მორგში”, – დაწერა ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა X ვებსაიტზე. სალეხარდი იამალო-ნენთა ოლქის დედაქალაქია – […]
კამალა ჰარისი – მხოლოდ “გეგმა A” გვაქვს – მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება

მხოლოდ “გეგმა A” გვაქვს – მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. „მხოლოდ ერთი „გეგმა A“ გვაქვს – მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ დამატებითი დახმარების პაკეტი მიღებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ორი პარტიის კონსენსუსი […]
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი – ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს

მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. […]
ილია დარჩიაშვილი სტეფან სეჟურნეს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მზადყოფნა გამოთქვა მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. „შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე […]
პირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა

პირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა. საუბარია ბრუნო ვეფხვაძის ნახატის – „რომაული გაზაფხულის“ ციფრულ ასლზე. თავად ნახატი Sotheby’s აუქციონზე 30 000 დოლარად გაიყიდა
“ნაპოლისა” და “ჯენოას” მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. როგორც მოსლოდნელი იყო უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლენ, კვარაცხელიამ მეტოქე ცრუმოძრაობებით ჩამოიცილა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს მეკარე მარტინესი დაეუფლა. ცოტა ხანში მან ანგისას არ გაატანინა. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მერეტი. მერე კვარაცხელიას მცველი ეუხეშა, მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია, ქართველმა […]
ორი განსხვავებული ტაიმი – საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 38:3 დაამარცხა. მატჩი მაღალ ტემპში ბურთის გადაკიდებებით დაიწყო, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და რეალიზებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ. 37-ე წუთზე პერანიძემ საქართველოს ნაკრების შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, მატკავამ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:3 დასრულდა. მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნები“ […]
,, მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ როგორც იქნა, მოხდა” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მიუნხენში ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ცალსახად კარგი ამბავია ეს, ყოველგვარი თუების და მაგრამების გარეშე. მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ როგორც იქნა, მოხდა”
,,სააკაშვილისა და ნავალნის შედარების მიზეზი არ არსებობს” – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში სააკადვილისა და ნავალნის შედარებაზე ამბობს: ,, შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის […]
,, ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა” – პაპუაშვილი

საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს: ,,ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა. კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია უმაღლეს დონეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება იქ. რაც შეეხება პრემიერმინისტრს, ეს გახლავთ სწორედ პოლიტიკური აქტი, რომ პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის შედგეს ბრიუსელში, ევროკავშირში და NATO-ში. პრემიერმინისტრს ექნება უმაღლესი […]