“დადებითად ვერ შევაფასებ, რაც არ უნდა იყოს შინაარსი” – სარჯველაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, “როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი”, ზურაბიშვილის გამოსვლას დადებითად ვერ შეაფასებს. “ვერ მივცემ დადებით შეფასებას, როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი, კონსტიტუციის დარღვევით და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმას, რაოდენ ღირებულიც არ უნდა იყოს საკუთრივ მიზანი, ვითომ და რისთვისაც იღწვის. სალომე ზურაბიშვილს […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა ევროპულ გზაზე

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას, სტეფან სეჟურნეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები“, – დაწერა […]
“ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისას მიღებული სისხლჩაქცევები აქვს”, – ამბობს “ნოვაია გაზეტას” წყარო

გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. ადგილობრივი სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მორგს პოლიცია იცავს. ექიმის თქმით, მისმა კოლეგებმა ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს. „ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, – იშველიებს გამოცემა ექიმის სიტყვებს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ […]
Novaya Gazeta Europe: ნავალნის ცხედარი სალეხარდის საავადმყოფოს მორგშია

Novaya Gazeta Europe წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ პოლიტიკოსის ცხედარი საავადმყოფოში 16 თებერვალს საღამოს გადაასვენეს, ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული. გარდა ამისა, წყარო იტყობინება, რომ ცხედარზე კრუნჩხვისას და გულის არაპირდაპირი მასაჟისას გაჩენილი ჩალურჯებები შეიმჩნევა. როგორც Novaya Gazeta-ს ჟურნალისტებს წყარომ განუცხადა, რომ […]
„გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ“ — დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედრიკსენი აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება მთელი არტილერია, რასაც დანია ფლობს, უკრაინას გადასცენ. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა: „უკრაინას საბრძოლო მასალა ახლა სჭირდება. ჩვენი მხრივ, გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ევროპაში არის საბრძოლო ტექნიკა, საკითხი მხოლოდ წარმოებას არ ეხება. ჩვენ გვაქვს შეიარაღება, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, […]
“გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ” – დანიის პრემიერი

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი არტილერია უკრაინას გადასცენ. ფრედერიკსენი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას გადასცენ, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ. “უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ […]
გერმანიაში უძრავი ქონების ფასები მკვეთრად დაეცა

2023 წელს გერმანიაში უძრავი ქონების ფასები მკვეთრად დაეცა. მკვლევრებმა უკვე უწოდეს ამ ფენომენს უნიკალური. ამის შესახებ tagesschau.de წერს. როგორც Tagesschau იუწყება, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საცხოვრებელი კორპუსების ფასები 8,9%-ით შემცირდა, კერძო სახლების – 11,3%-ით, რამდენიმე ოჯახზე გათვლილ სახლების – 20,1%-ით. ბოლო 60 წლის განმავლობაში გერმანიაში უძრავი ქონების ფასები მხოლოდ იზრდებოდა. ახლა ტენდენცია […]
ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს სუზანა ბაუმანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზანა ბაუმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. „ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა […]
ზურაბიშვილი: რუსეთს უნდა შეეშალოს ხელი, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში

არსებობს უსაფრთხოების აუცილებლობა. ეს არის ერთადერთი პერსპეტივა ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. დღეს მთავარი საკითხი არის უსაფრთხოება. ევროკავშირმა უნდა იგრძნოს უსაფრთხოების საჭიროება. რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, არის ის, რაც დააანონსა 2007-ში, რომ არ მისცემდა დასავლეთს შესაძლებლობას შავი ზღვის რეგიონში შესულიყო. ამას მოჰყვა 2008 წლის მოვლენები საქართველოში, ყირიმი – ორივე შავი ზღვის ტერიტორიაა და შემდეგ ომი […]
“წყლის ინფილტრაციისა და ფრესკების დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა” – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყინწვისის მონასტერზე

სოციალურ ქსელში ყინწვისის მონასტრის ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთი მოქალაქე წერდა, რომ ტაძარში წყალი არაერთ ადგილასაა ჩამოსული და ფრესკები დაზიანებულია. თუმცა, აღნიშნულს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უარყოფს და ამტკიცებს, რომ შემოწმების შემდეგ წყლის ინფილტრაციისა და ფრესკების დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა. “სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის წმ. […]