რუსეთში დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა

პეტერბურგში დააკავეს მღვდელი, რომელიც ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა. გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკომ 16 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას აპირებდა, მეორე დღეს კი ის სახლიდან გასვლისას დააკავეს. როგორც გამოცემა Meduza წერს, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მღვდელი პოლიციის განყოფილებიდან ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. “გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის 43-ე განყოფილებაში მისმა ადვოკატმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გრიგორი […]

სიკორსკი ზურაბიშვილს: თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთობლივ დისკუსიაში მონაწილეობის დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და რომ მის გათავისუფლებაში ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა. „ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. […]

ამბროლაურში, სოფელ თლუღში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა. რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ამბროლაურის „საქმიან ეზოში“. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაიგზავნება შესაბამის […]

ზურაბიშვილი: ჩვენთვის EU-ის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია, არჩევანი არ გვაქვს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ეგზისტენციალური საკითხია ევროკავშირის გაფართოება. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. “ვიზიარებ იმას, რომ ცვლილებების პერიოდი დგას და ფეხი უნდა ავუწყოთ ამ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხი გახლავთ. ეს არ არის პროცედურული საკითხი, ეს არ არის იმაზე, ჩვენ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს. […]

ხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გამარჯვებებს გამოეხმაურა [PHOTO]

“ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის წარმატებას საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ილია თოფურია გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. რაც შეეხება დვალიშვილს, UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, მერაბის მომდევნო ბრძოლა ასევე საჩემპიონო იქნება.

რადოსლავ სიკორსკი სალომე ზურაბიშვილს – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში თქვენ წვლილის შეტანა შეგიძლიათ

მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვს კარგი უნდათ, – ასე მიმართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. „ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი […]

ზურაბიშვილი: ხელი უნდა შევუშალოთ რუსეთს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთს ხელი შუშალოს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის – ეს არის საჭიროება, უსაფრთხოება, ეს გახლავთ ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციის თვალსაზრისით, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მაგრამ დღეს მთავარი საკითხი გახლავთ უსაფრთხოება. უსაფრთხოების […]

ლანდსბერგისი: მახსოვს ფრაზა, რასაც სულ ვიმეორებდით – ლიეტუვა კი არ უერთდება, უბრუნდება EU-ს

· 66 · · ჩვენ ვიცით, საქართველო და უკრაინა ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან, რომ რეფორმები განახორციელონ. მაგრამ ჩვენ რა გვიბიძგებდა წინ, მე მახსოვს ფრაზა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ და ვიმეორებდით მუდამ, რომ ლიეტუვა კი არ უერთდება ევროკავშირის ოჯახს, არამედ უბრუნდება მათ და ეს გახლავთ კულტურული, სიღრმისეული გაგება, რაც დევს ჩვენს დნმ-ში. ჩვენ ორჯერ მოგვგლიჯეს ევროპას, […]

სალომე ზურაბიშვილი: „რუსეთი ერთად უნდა შევაჩეროთ, ეს ევროკავშირის ინტერესშიცაა“

საქართველოს პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, კითხვაზე, რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ასე მნიშვნელოვანი, პასუხობს, რომ ეს არის დღეს საქართველოს უმთავრესი საჭიროება, უსაფრთხოება და ერთადერთი პერსპექტივაც ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ იზიარებდა ევროპულ ღირებულებებს. თუმცა მისი სიტყვებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა, რასაც ზურაბიშვილის სიტყვებით, ევროკავშირიც უნდა გრძნობდეს. „წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ომი უკრაინაში დღეს, პოლონეთი, […]

უკრაინა იუწყება რუსეთის კიდევ ერთი გამანადგურებლის ჩამოგდებას

უკრაინის არმია აცხადებს, რომ რუსეთის კიდევ ერთი გამანადგურებელი ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ეს იყო SU-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი. გარდა ამისა, არმიამ მოსპო თორმეტი რუსული დრონი და ფრთოსანი რაკეტა. რუსეთმა ღამით დაბომბა უკრაინის აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კრამატორსკში, სლოვიანსკში და კუპიანსკში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.