გერმანიამ, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა, რუსეთის ხელისუფლებას კი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ნავალნის და სხვა რუსი ოპოზიციონერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ისევე როგორც პატიმრობის არაადამიანური პირობები აჩვენებს, როგორ სასტიკად მოქმედებს რუსული მართლმსაჯულება განსხვავებულად მოაზროვნეების მიმართ. გარდა ამისა, გერმანიის საგარეო […]
არაბთა გაერთიანებული საამიროების დიდმა ბანკებმა რუსების ანგარიშების დახურვა დაიწყეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) მსხვილმა ბანკებმა, მეორადი სანქციების რისკის გამო, რუსეთთან ანგარიშსწორების შეზღუდვა და კომპანიებისა და ფიზიკური პირების ანგარიშების დახურვა დაიწყეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბანკები არ იღებენ ფულს რუსეთიდან და არ ახორციელებენ გადახდებს. უფრო მეტიც, ისინი აგრძელებენ კომპანიების ანგარიშების დახურვას, რომელთა მფლობელები რუსეთის მოქალაქეები არიან. ეს ინფორმაცია […]
„უცხო ქვეყნის მოქალაქეები არალეგალურად მუშაობენ ტურიზმის სფეროში“ – გიდი

„უცხო ქვეყნის მოქალაქეები არალეგალურად მუშაობენ საქართველოს ტურიზმის სფეროში“ – აცხადებს „საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარე, გიორგი თეთრაძე. გიორგი თეთრაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოელი არალეგალურადაა დასაქმებული, შესაბამისად, ისინი არ იხდიან გადასახადებს და ადგილობრივები ვეღარ ახერხებენ თავიანთი საქმის წარმოებას. „გვერთმევა სრულიად მუშაობის უფლება, სამუშაო ადგილები […]
„სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი“ – დავით ქართველიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა “ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ მიუნხენის კონფერენციაში ზურაბიშვილის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას. „სალომე ზურაბიშვილი ნაცების მესამე პრეზიდენტია და არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც ასრულებს დავალებებს და რა აქვს მოტივაცია დავალების […]
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ კლინიკის 350-მდე თანამშრომელი სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტს დათანხმდა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი სამწუხაროდ უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე. საზოგადოების […]
როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე, აღმოჩნდა, რომ კომპანია დაღუპეს არასწორი მართვის გამო – ირაკლი ზარქუა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის მიერ, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანიის, Lisi Lake Development-ის რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებას ეხმიანება. როგორც ზარქუამ აღნიშნა, „არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესში ხარ თუ პოლიტიკაში. როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, არასწორი ინფორმაციების მიწოდებაზე […]
ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ მეუღლის საქმეს გააგრძელებს

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ მეუღლის საქმეს გააგრძელებს. „გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ყველას მოგიწოდებთ, გვერდში დამიდგეთ. მოდით, გავიზიაროთ არა მხოლოდ უსაზღვრო ტკივილი, არამედ მრისხანებაც მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა: ვებრძოლოთ ომს, კორუფციას, უსამართლობას. ვიბრძოლოთ სიტყვის თავისუფლებისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის და დავიბრუნოთ […]
პრემიერ-მინისტრი ვაშაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ამაზეც ერთმანეთს დახოცავენ – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მულტფილმ „სიზმარას“ ადარებს ოპოზიციის მცდელობას შექმნას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი. როგორც ის აცხადებს, ოპოზიციას აქვს სიზმრებით და ფანტაზიებით ცხოვრების უფლება, მაგრამ იქნება თუ არა ქვეყანაში კოალიციაური მმართველობა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს. „ნუ შეწუხდებიან იმით, თუ რას გადაწყვეტს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს – კოალიციურ მთავრობას თუ რაიმე სხვას. რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ […]
ისრაელი ღაზელებს მძევლებზე ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობს

ღაზის სექტორის მოსახლეობას ისრაელის სახელმწიფოსგან ტექსტური შეტყობინებები მისდის, სადაც ისრაელელ მძევლებზე ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. შეტყობინება პალესტინურ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. “გსურთ უკეთესი მომავალი თქვენი ოჯახისთვის და კარგი ფინანსური ჯილდო? გაქვთ ინფორმაცია მძევლებზე ან იმაზე, თუ ვის ყავს ისინი დატყვევებული? ნუ იყოყმანებთ და დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე” – წერია განცხადებაში. გავრცელებული ტექსტი ასევე შეიცავს ბმულებს და […]
ხათუნა თოთლაძე იუბილარია – ქართველი დიზაინერის მეუღლეს დაბადების დღეს არაერთი ცნობილი ადამიანი ულოცავს – Marao

ხათუნა თოთლაძე იუბილარია – ქართველი დიზაინერის მეუღლეს დაბადების დღეს არაერთი ცნობილი ადამიანი ულოცავს – Marao ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს და მის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, ერთ ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ. ხათუნა თოთლაძე […]