ნავალნის სიკვდილი ყველანაირად წამგებიანი იყო რუსეთისთვის და ეს მას აბსოლუტურად არაფერში აწყობდა – დავით ქართველიშვილი

ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან აღნიშნა, ნავალნის სიკვდილი არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში და ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს. დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს არც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ჩართულობას ამ მიმართულებით. „ნავალნის სიკვდილი საეჭვოდ დაემთხვა მიუნხენის კონფერენციის გახსნას, ტაკერ კარლსონთან სკანდალურ ინტერვიუს, დაემთხვა სამხედრო თეატრის […]

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა, მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლებით დაასრულა. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. იოლად – 9-0 დაამარცხა ავსტრიელი იოჰან ლუდეშერი. ასევე მარტივად გაუმკლავდა ბულგარელ ალან ხუბულოვს (10-4), ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ბელორუს დენის ხრომენკოს (10-0) და ევროპის ჩემპიონატებზე […]

უკრაინა: ჩამოვაგდეთ ორი რუსული ავიაგამანადგურებელი

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, დღეს, 19 თებერვალს აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს Cy-34-ისა და Cy-35C-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებლები. ამასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 17 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩამოაგდეს Су-34-ის ტიპის 2 და Су-35-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმის განხილვა დაიწყო. სხდომას, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, თავად გიორგი რურუა არ ესწრებოდა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარეს, 2020 წლის აგვისტოში აქვს გასაჩივრებული. ადვოკატები გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი […]

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, უზენაესი სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით ასათიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, ასევე პროკურატურის, […]

23 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს

მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს. თურნავა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა და მისი მოსმენა 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიმართება. ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან ცხრა შეკითხვა გაეგზავნა. ნათია თურნავასთან ინტერპელაციის […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი ადასტურებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აპირებს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს. მედიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ბერლინში, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე გააკეთა. ფონ დერ ლაიენის ნომინაციას მარტის დასაწყისში, მისი პოლიტიკური ოჯახის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 […]

ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი ხვალ საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს

საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს. ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები 20 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. “საარჩევნო კოდექსსა“ და მასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი […]

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს” – იულია ნავალნაია

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს ,რომ, ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ დადგეთ ჩემ გვერდით. გაიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, ბრაზი და ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა… სირცხვილი […]

უკრაინა ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 19 თებერვლის დილით კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო – გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“ და გამანადგურებელი „სუ-35“. „დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც მართვადი ავიაბომბებით ჩვენი ჯარის პოზიციებს ბომბავდნენ“, – ციტირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების [ЗСУ] მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის „უკრაინსკა პრავდა“. მიკოლა ოლეშჩუკი, საჰაერო ძალების სარდალი, აღნიშნავს, რომ თვითმფრინავები აღმოსავლეთის ფრონტზე […]