ჩეხეთში ფერმერების ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა

19 თებერვლის დილიდან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის ცენტრისაკენ დაიძრა უკმაყოფილო ფერმერების მსვლელობა, რომელშიც რამდენიმე ასეული ტრაქტორი მონაწილეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები უკმაყოფილოები არიან დიზელის საწვავზე ფასების ზრდით, იაფფასიანი აგრარული იმპორტით, რაც საფრთხე უქმნის ადგილობრივ წარმოებას და ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებით“. სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად პრაღის პოლიციამ შეზღუდა ავტომობილების გადადგილება პრაღის ცენტრალურ ქუჩებში და მოუწოდა ტრაქტორისტებს, რომ იმოძრაონ მარცხენა […]

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადება „ქართულ ოცნებაზე“ პოლიტიკური ვენდეტაა

ქალბატონმა პრეზიდენტმა, საერთოდ, საქართველოს დამაზიანებელი განცხადებების კეთების დროს ან თავი შეიკავოს, ან თუ აკეთებს ამ დამაზიანებელ განცხადებებს, დააკონკრეტოს, რაში უნდა გამოიხატოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საარჩევნო პროცესში – ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვენდეტა „ქართულ ოცნებაზე“, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების პასუხად აღნიშნა, რომლის თქმითაც, არჩევნების წელს რუსეთის […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერი ქალები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე და რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტის პედაგოგ, მეცნიერ და ახალგაზრდა მკვლევარ ქალებს, ასევე, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს […]

ირაკლი ზარქუა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე, აღმოჩნდა, რომ კომპანია დაღუპეს არასწორი მართვის გამო – როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის მიერ, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანიის, Lisi Lake Development-ის რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებას ეხმიანება. როგორც ზარქუამ აღნიშნა, „არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესში ხარ თუ პოლიტიკაში. როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, არასწორი ინფორმაციების მიწოდებაზე […]

ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციის სავარაუდო ჩრდილოვანი კაბინეტი „მონსტრების კორპორაციაა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციის სავარაუდო ჩრდილოვანი კაბინეტი „მონსტრების კორპორაციაა“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ გვაქვს 60%-იანი რეიტინგი, ან რაში გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ ან ერთხელ და სამუდამოდ რატომ უნდა დავიმარხოთ თავი ისე, როგორც ეს ადამიანები იმარხავენ თავს, „ნაციონალურ მოძრაობასთან” მჭიდრო ურთიერთობით და თანამშრომლობით. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ ნოყიერი, ამავე დროს შეფარული […]

ნიკა გვარამია ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ბოდვას“ უწოდებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია არსებობს, „არის ბოდვა“. მისივე შეფასებით, სუს-ი, რომელიც დღეს „პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს“. „რუსთავი 2- ის“ ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს რაღაც ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია, სადაც მე სუს-ის უფროსი ვარ, არის ბოდვა. მეტიც, ჩემი აზრით, ეს უწყება, რომელიც დღეს პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა […]

2023 წელს რუსეთიდან საქართველოში $67 მლნ-ის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა

2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. 67 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 20.3 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 19.8 მლნ დოლარი კი უძრავი ქონების სფეროში. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული. „2017-2023 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მიერ […]

„ბევრ რეგიონში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ლიცენზია არ აქვს, რის გამოც მომხმარებლებს ვერ ვიცავთ“ – ენერგოომბუდსმენი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, სალომე ვარდიაშვილი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის ანგარიშს წარადგენს. სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებთან ერთად სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა, ზოგად ვითარებასა და პრობლემებზე, რაც არსებულ ოპერატორ კომპანიებს აქვს. „რაც შეეხება სისტემაში დარგების მიხედვით არსებულ დარღვევებს, აქ პირველ ადგილს ელექტროენერგეტიკული სექტორი […]

წილოსანი: არაკორექტული იყო [სიკორსკის] დავალება ზურაბიშვილის მიმართ, სააკაშვილი დამნაშავეა

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომელსაც ის “დავალებას” უწოდებს, არაკორექტული იყო. მისი თქმით, ეს სიკორსკის მხრიდან საქართველოს “სუვერენიტეტში ჩარევა და კანონის უზენაესობის პრინციპის არასწორი ინტერპრეტირებაა”. “არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხელ სააკაშვილი, რომელიც […]

პუტინმა მოკლა ალექსეი, მასთან ერთად მოინდომა ჩვენი იმედის განადგურება – ნავალნის ცოლი

დაღუპული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ქმრის საქმეს და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძლებს. იულია ნავალნაია მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. იულია ნავალნაიას თქმით, იციან, რატომ მოკლა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მალე გაავრცელებენ. ამასთან, მან დასძინა, რომ დაასახელებენ გვარებს, კონკრეტულად ვინ მიიღო მონაწილეობა დანაშაულში. მან ალექსეი ნავალნის სიტყვები […]