გიორგი ვაშაძე – ემიგრაციის თაობები შეიქმნა ქუთაისში, ამიტომ ვამბობთ, რომ ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს, ეს არის ჩვენი მიზანი

რა დაგიშავათ ქუთაისმა, ხანდახან ეს კითხვა მაქვს. საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვით, ქვა-ქვაზე არ დაგიდიათ, არაფერი გაგიკეთებიათ. გელათს, რომელიც ერთიანი საქართველოს ისტორიის სიმბოლოა, ასე უდიერად ეპყრობით და ახლა კობახიძემ ამდენი წლის შემდეგ თქვა, რომ დავინტერესდებიო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა. “გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი მოსახლეობასთან საუბრისას ქუთაისში არსებულ მძიმე […]
უკრაინელებმა ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დღეს დილით კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი: „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და „სუ-35“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე, ალექსანდრ სირსკისა და საჰაერო ძალების სარდალზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც მართვადი ბომბებით უტევდა ჩვენი ჯარების […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს, 10:30-დან 17:30 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში კოტორაანთკარი, მისაქციელი, ნაოზა, ნატახტარი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, 11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბულაჩაური, ჭოპორტი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „11:10-დან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და […]
აზარი: ლუდი ძალიან მიყვარს, არდადეგებიდან წონის პრობლემით ვბრუნდებოდი

მერე უკვირთ რატომ აქვთ ასეთ ფეხბურთელებს მიდმივად ტრავმები. სტაბილურად ვარჯიში ეზარებათ, დასვენებას და დალევას უნდებიან და ბუნებრივია ორგანიზმი ვერ უძლებს შემდეგ რრთბაშად დატვირთვებს. რონალდოს და მესის როგორ ჰქონდათ 15-20 წლიანი მინიმალური რაოდენობის ტრავმებით. არ მგონია მარტო გენეტიკის დამსახურება იყოს. ქართველების მაგალითი აიღეთ. ხვიჩა რომ ვარკიშობს, არც ტრავმები აწუხებს ხშირად, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ქინქლაძეს ეზარებოდა ვარჯიში […]
ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ რუსეთში ინდურ და აფრიკულ ავტომანქანებს ელოდებიან

რუსეთის ბაზარზე ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ, შესაძლოა, გამოჩნდეს ინდოეთსა და უგანდაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებიც. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების საფუძველზე აკრძალულია რუსეთში ამერიკული, ევროპული და იაპონური ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი. მათი ადგილი უკვე დაიკავეს ჩინურმა ავტომანქანებმა. როგორც „იზვესტია“ წერს, 2023 წელს ჩინეთის […]
ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება. დოკუმენტი პარლამენტში 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრიდა და მისი განხილვები კომიტეტებში უკვე დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდება 63-ვე მუნიციპალიტეტში: · საშუალოდ, ამ უფლების მიღების ფასი 50-75 ლარი იქნება; · იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლიცენზიის გარეშე გადაიყვანს […]
ლაშა ყიზილაშვილმა ჰაიდელბერგის გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ჰაიდელბერგის 2024 წლის გრან-პრიზე წარმატებით ასპარეზობს. ტურნირზე ქართველმა პარაძიუდოისტმა, ლაშა ყიზილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ყიზილაშვილმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში უკრაინელ სპორტსმენს სძლია, ფინალში კი უზბეკ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ჰაიდელბერგის გრან-პრიზე მეორე ადგილი დაიკავა.
მეტი დეტალი საქართველოს ბანკის ჯგუფის მიერ ამერიაბანკის შეძენის პროცესიდან

Bank of Georgia Group PLC (BOGG) სომხეთის წამყვანი ბანკის, Ameriabank CJSC -ის 100%-ით, დაახლოებით $303.6 მლნ-ად შეძენაზე აცხადებს. მიღწეულია პირობითი შეთანხმება სს ამერიაბანკის მთლიანი გამოშვებული სააქციო კაპიტალის 100%-ის შეძენაზე. BOGG თვლის, რომ მნიშვნელოვანი ღირებულების მიღებაა შესაძლებელი სომხეთში არსებული შესაძლებლობების კაპიტალიზაციის შედეგად. შესყიდვა ჯგუფის აქციონერების დამტკიცებისა და მარეგულირებლის თანხმობის პირობას ეფუძნება. უნივერსალური ბანკის შეძენით, რომელსაც მიმზიდველი […]
წილოსანი: ზურაბიშვილისთვის სააკაშვილის შეწყალების დავალება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა

არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დამნაშავე და რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს. ეს იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და გარკვეულ წილად კანონის უზენაესობის პრინციპის, ასე ვთქვათ, არასწორი ინტერპრეტირება. ამავდროულად ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სინქრონულად ხომ არ ხდება და მას ნამდვილად ეს […]
ნავალნის სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პატიმრობაში სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. “რუსეთის ელჩთან შეხვედრა დღეს ბერლინში შედგება”. – თქვა სამინისტროს სპიკერმა. სამინისტროს წარმომადგენელმა დაამატა, რომ გერმანია ითხოვს რუსეთში ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული. “შოკისმომგვრელია, რომ რუსეთში ადამიანებს ალექსეი ნავალნის ხსოვნის მისაგებად ყვავილების დაწყობისთვის აკავებენ”. – თქვეს გერმანიის საგარეო […]