ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის სექტორში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროები დააჯილდოვა. უკრაინის პრეზიდენტმა ბრიგადის მეთაურთან, ოლექსი ტრუბნიკოვთან ჯარისკაცების საბრძოლო მასალით მომარაგების, რუსების მიერ დრონების გამოყენებისა და […]
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა აღნიშნა, 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებისას კვლავ იმოქმედებს 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის”, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და 2024 წლის ჩათვლით, დარგის განვითარებისთვის, სახელმწიფოს […]
თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ” ცენტრში, „თბილისის ნერსისიანის სემინარია 200″ გამოფენა გაიხსნა

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, 18 თებერვალს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ” ცენტრში, „თბილისის ნერსისიანის სემინარია 200″ გამოფენა გაიხსნა. მათივე ცნობით, გამოფენის ნახვა ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდეა შესაძლებელი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ელჩის მოადგილე დავით ჯანაზიანი. „გამოფენის […]
ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს შემდეგი ევროკავშირის წევრი ქვეყნები იქნებიან

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს შემდეგი ევროკავშირის წევრი ქვეყნები იქნებიან. „ეს არის რუსეთის ბუნება, ის არ ჩერდება თუ არ გააჩერებ“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. აქვე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის და „უკრაინელები კვდებიან ევროპელებისთვის“. კითხვაზე, რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის […]
ნავალნის ქვრივი: „ ჩემი ქმარი პუტინმა მოკლა“

კრემლის კრიტიკოსის, ციხეში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და პირობა დადო, რომ რუსეთისთვის „ბრძოლას განაგრძობს“. იმავეს მოუწოდებს მხარდამჭერებსაც. იულია ნავალნაიას მიმართვა, წინ უსწრებს ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრას. როგორც თავად რუსეთში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში, შეშფოთება იზრდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნავალნის გარდაცვალების გამო და ასევე იმის გამო, რომ მის დედასა და ადვოკატებს, ოპოზიციონერის ცხედრის ნახვის უფლებას […]
ამერიკა პრეზიდენტის დღეს აღნიშნავს

ყოველი წლის თებერვლის მესამე ორშაბათს, ამერიკა პრეზიდენტის დღეს აღნიშნავს. პრეზიდენტის დღე შეერთებულ შტატებში ფედერალურ დასვენების დღედაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ამერიკაში ყველა ფედერალური დაწესებულება, ასევე სასწავლო დაწესებულებებიც, დაკეტილია. პრეზიდენტის დღე ამერიკის თანადამფუძნებელთაგან ერთ-ერთის და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უკავშირდება. ვაშინგტონი ეწინააღმდეგებოდა თავისი დაბადების დღის საჯაროდ აღნიშვნას, თუმცა მისი დაბადებიდან […]
ისრაელი რაფაზე იერიშით იმუქრება, თუ რამადანამდე “ჰამასი” მძევლებს არ გამოუშვებს

ისრაელის ძალები დღეს დილიდან ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილს როგორც ჰაერიდან, ისე ხმელეთიდან უტევდნენ. მათ კვლავ მიიტანეს იერიში ხან-იუნისზე, სამხრეთ ღაზის მთავარ ქალაქზე. მომხდარის ფონზე კი, იზრდება საერთაშორისო შეშფოთება იქვემდებარე ქალაქ რაფაზე მოსალოდნელი შეტევის თაობაზე. ისრაელის გადამდგარმა გენერალმა ბენი განცმა, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის წევრია, ერთი დღით ადრე თქვა, რომ თუ “ჰამასი” რამადანის […]
ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის საჯარიმო სანქციები მკაცრდება

იმ საწარმოებს, რომლებიც ზედიზედ ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფინანსურ ანგარიშგებებს არ წარადგენენ, ხუთმაგი ოდენობით გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, იცვლება აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისათვის სანქციის გამოყენების პროცედურა. თავდაპირველად სუბიექტს […]
არემჯის კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს

დაბა კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში ხელი მოეწერა კომპანიის ახალ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამით, კომპანიის მენეჯმენტი და დასაქმებულები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას აწარმოონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით. კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი მოიცავს 9 პრიორიტეტულ სფეროს, დასახულ მიზნებსა და ამ მიზნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმებს. კომპანია […]
Медиазона: ჩანაწერებში მანქანების კოლონა ვნახეთ, შეიძლება ნავალნის ცხედარი გადაჰქონდათ

გამოცემა Медиазона-ს გამოძიების მიხედვით, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ოპიზიციონერი ალექსეი ნავალნის ცხედარი, სავარაუდოდ, სალეხარდის მორგში გადააადგილა. გამოცემამ ნავალნის დედისთვის, ლიუდმილა ნავალნაიასთვის მიწოდებული ოფიციალური ვერსია გადაამოწმა, რომლის თანახმად რუსი პოლიტიკოსის ცხედარი სალეხარდშია. რადგან ნავალნი პატიმრობისას იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში იმყოფებოდა, გამოცემამ ხარპთან უახლოეს ქალაქს, ლაბიტნანგსა და სალეხარდს შორის ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელი გამოიკვლია. ხარპი […]