საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები წესდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც ნავსადგურებისა და გემთმფლობელების პასუხისმგებლობას განსაზღვრავს გემისა და ნავსადგურის უშიშროების, გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების და კომპლექსური შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, კოდექსში საქართველოს […]
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა

პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე საკითხი „2022 წლის 30 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ თაობაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, დამტკიცებული პროგრამა საგანმანათლებლო მიმართულებით ახალი ნაბიჯების […]
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ სამღებრო-სათუნუქე სივრცისა და ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გამართა

ბათუმში, გაგარინის ქუჩის #1-ში, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსებული სამღებრო-სათუნუქე პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება. ახალი სივრცის გახსნასთან ერთად, კომპანიამ ტოიოტას განახლებული, მეორე თაობის C-HR-ის პრეზენტაციაც გამართა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ სამღებრო-სათუნუქე სივრცეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის შეკეთება, უახლესი დანადგარებისა და ტექნოლოგიების […]
სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს

სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყო, უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკასაც შეიყვანენ, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით მან „მინისტრს“ სამშენებლო სამუშაოების გეგმისა და გრაფიკის წარდგენა დაავალა. შეხვედრაზე, რომელშიც „მთავრობის“ წევრებიც მონაწილეობდნენ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარებაც […]
რუი პატრისიუ მალე “რომას” დატოვებს

36 წლის მეკარე რუი პატრისიუს “რომას” დატოვება უნდა, – იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა. პორტუგალიელს რომაულ კლუბთან კონტრაქტი ივნისში დაუმთავრდება და სხვა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგებას აპირებს. რუი პატრისიუ “რომაში” 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და იტალიურ გუნდში 129 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი სატრანსფერო ფასი 3.5 მილიონი ევროა.
რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა, ამით ვერ შემაშინებენ – კალასი მასზე ძებნის გამოცხადებაზე

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადებას გამოხმაურა. კალასის თქმით, მოსკოვი ამ ნაბიჯით მის დაშინებას ცდილობს. “ამის მიზანია ჩემი დაშინება და უარი მათქმევინოს იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც ჩვეულებრივ დროს მივიღებდი. ეს რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა. არაფერი გასაკვირი არაა და ჩვენ ამის არ გვეშინია” – თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა Reuters-თან. კაია კალასი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკრაინის ერთ-ერთი […]
NDI 2024 წლის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მათივე ცნობით, მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. “დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო საერთაშორისო […]
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 3.6-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა

2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11,552 კომპანია დაარეგისტრირეს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 26,339 კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3.6-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული. „2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 34,000-მდე ისეთი კომპანიაა იყო დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები […]
NDI საქართველოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. 19-23 თებერვალს NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან გამართავს შეხვედრებს, რომლებსაც გაუძღვებიან: შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, სენატის საგარეო […]
ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით შეეცდება ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) პარტიის ყრილობაზე ის წამყვან კანდიდატად წარადგინეს მომავალი ევროპული არჩევნებისთვის. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი შედის ევროპის სახალხო პარტიაში (EPP), რომელიც ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ოფიციალურად 6-7 მარტს, ბუქარესტში დაგეგმილ ყრილობაზე დაასახელებს. გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია. […]