სამხარაძის თქმით, ზურაბიშვილი ზელენსკის “გამოელაპარაკა” და კარგი იქნებოდა ოფიციალური შეხვედრა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის „გამოელაპარაკა“ და მათ შორის ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა. სამხარაძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ზურაბიშვილისა და ზელენსკის შორის ოფიციალური შეხვედრა შემდგარიყო. „ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ მიმიღია. კონფერენციის ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ გამოლაპარაკების კადრები ვნახეთ. თუ […]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმაში კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და მათი შესრულების ვადებია ასახული. „კომიტეტის საქმიანობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შრომითი, დასაქმების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, ხანდაზმულთა, დევნილთა, […]

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ტაქსით გადაყვანის ნებართვის საფასურს თავად მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს და ის დიფერენცირებული იქნება როგორც ნებართვის მსურველის, ასევე მუნიციპალიტეტების მიხედვით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ტაქსით გადაყვანის ნებართვის საფასურს თავად მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს და ის დიფერენცირებული იქნება როგორც ნებართვის მსურველის, ასევე მუნიციპალიტეტების მიხედვით. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური მდგომარეობა ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირი არ არის, ამიტომ მუნიციპალიტეტებს დარჩათ თავისუფლება ნებართვის საფასური დაადგინონ თვითონ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კრიტერიუმები იქნება დარეგულირებული კანონქვემდებარე აქტებით. „ეს […]

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა

პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე საკითხი „2022 წლის 30 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)” N1 ცვლილების წერილ-შეთანხმების” თაობაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, დამტკიცებული პროგრამა საგანმანათლებლო მიმართულებით ახალი ნაბიჯების […]

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით. მათივე ცნობით, ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. „დღეს ეროვნულ-დემოკრატიული […]

იურისტის განცხადებით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები მზად არიან სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განიხილონ „პროფესიული კავშირის“ ინიციატივა მინიმალური ხელფასის სტანდარტის დანერგვის შესახებ

იურისტის, ჯაბა უროტაძის განცხადებით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები მზად არიან სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე განიხილონ „პროფესიული კავშირის“ ინიციატივა მინიმალური ხელფასის სტანდარტის დანერგვის შესახებ. აღნიშნული შესახებ განცხადება მან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. „საკანონმდებლო წინადადებით, ცვლილება შედის შრომის კოდექსში, რომლითაც მინიმალური ხელფასი განისაზღვრება სრულ განაკვეთზე დასაქმებულებისთვის თვეში დარიცხული 636 ლარის ოდენობით. არასრულ განაკვეთზე […]

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წითელ ზღვაში საზღვაო მისიის გაგზავნას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წითელ ზღვაში საზღვაო მისიის გაგზავნას მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს. საზღვაო მისია Aspides-ის ფარგლებში, საერთაშორისო კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად ევროკავშირი წითელ ზღვაში ხომალდებს გაგზავნის. ევროკავშირის მისიის ოპერატიული სარდლობის შტაბ-ბინა საბერძნეთის ქალაქ ლარისაში იქნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა. „ევროპა, საერთაშორისო […]

„არემჯის“ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს მოეწერა ხელი

დაბა კაზრეთში „არემჯის“ ცენტრალურ ოფისში ხელი მოეწერა კომპანიის ახალ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამით, კომპანიის მენეჯმენტი და დასაქმებულები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას აწარმოონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით. „არემჯის“ ინფორმაციით, კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი მოიცავს 9 პრიორიტეტულ სფეროს, დასახულ მიზნებსა და ამ მიზნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს და სამოქმედო […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რუსთავში ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა – პროექტის ბიუჯეტი 2 385 000 ლარია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 19 თებერვალს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ქალაქ რუსთავში, რეგიონული ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა. ქვემო ქართლის ახალი რეგიონალური ოფისის მეშვეობით, სამსახური უფრო მეტად ეფექტურად და სწრაფად შეძლებს რეგიონში არსებულ სამ დროებით მოთავსების იზოლატორსა და ხუთ პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა საჩივრებზე რეაგირებას. გარდა ამისა სამსახური უფრო მეტად […]

„საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტის დაწყებაზე ვმუშაობთ, რაც ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს“ – დავით ცირდავა

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის დავით ცირდავას თქმით, საქართველოში ნავთობის იმპორტი, შესაძლოა, საუდის არაბეთიდან დაიწყოს. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნესს ფორუმის პოტენციურ შედეგებზე კომენტირებისას ისაუბრა. დავით ცირდავას თქმით, მოლაპარაკებების სირთულეს ქვეყნისთვის საჭირო მცირე მოცულობები წარმოადგენს. საუბარია თვეში 5 ათასი ტონის იმპორტზე, რაზეც თანხმობის მიღების შემთხვევაშიც, ადგილობრივ ბაზარზე […]