“უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს” – სიიარტო

ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, უნგრეთი არ დაბლოკავს – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ცნობით, პაკეტში ყველა ის ელემენტია ამოღებული, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ზიანს აყენებდა. სიიარტომ სანქციების წინა პაკეტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-12 პაკეტმა ზიანი არა რუსეთის, არამედ ევროკავშირის ეკონომიკას მიაყენა. “უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, […]

თუ “ჰამასი” მძევლებს არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სამხედრო ოპერაციები გაფართოვდება – განცი

იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტული დაჯგუფება “ჰამისის” მიერ მძევლად აყვანილი ადამიანები რამადანის დაწყებამდე არ გათავისუფლდებიან, ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციებს გააფართოებს. ომის კაბინეტის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელი ამერიკელ და ეგვიპტელ მეგობრებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან მსხვერპლი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მსოფლიომ უნდა იცოდეს და ჰამასის ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ […]

გერმანიაში, ჰიგიენის საშუალებების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ჰიგიენის საშუალებების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ის ბერმენის ცენტრალურ სადგურზე აიყვანა. სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაშივკითხულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეს ოთხი სავსე ჩანთა ჰქონდა. ჩხრეკისას ბარგში საეჭვო პროდუქცია იპოვეს, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეჭვის გაფანტვის მიზნით კაცმა თქვა, რომ ეს ჩანთები მისი არ იყო. პოლიციამ კაცი ადგილზევე […]

ამინდის პროგნოზი 20-22 თებერვლისთვის

ამინდის პროგნოზი 20-22 თებერვლისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „თქვენი ხელმძღვანელობით, გაერო-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი, მაშინ როდესაც თქვენ დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების ვალდებულებას ასრულებთ. გაერო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების ერთგული რჩება. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს […]

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში – ვახტანგ მახარობლიშვილი

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში – ვახტანგ მახარობლიშვილი დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა, რომელიც პირველად ჩატარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. „იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი […]

ბრიუსელში საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე

ბრიუსელში საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, რაც თავისთავად მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის ნატო-ში ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ […]

რაფაელ გროსი – გაერო-ს ზეწოლის მიუხედავად ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს

გაერო-ს ზეწოლის მიუხედავად ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. „ეს შენელება და აჩქარება ციკლს ჰგავს, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტურ ტენდენციას, მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის მუდმივი ზრდის ტენდენციას, არ ცვლის“, – განაცხადა რაფაელ მარიანო გროსიმ. გროსის თქმით, მომავალ თვეში ირანში ვიზიტს გეგმავს, ხოლო იქამდე რუსეთში ჩასვლა და […]

ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი მკაცრდება – რა იცვლება?

ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი მკაცრდება. მთავრობა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას გეგმავს, რომელსაც ინსპექტირების პროცესზე მონიტორინგის/კონტროლის უფლებამოსილება დაეკისრება. მათ შორის, სააგენტოს ინსპექტირების პროცესის ვიდეომონიტორინგის უფლებაც ექნება. საკანონმდებლო ცვლილება კონტროლის გასამკაცრებლად 10 პირისგან შექმნილი გუნდის დაკომპლექტებას და დარღვევებზე ცენტრებისთვის ჯარიმების ოდენობასაც განსაზღვრავს. კერძოდ, სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარი იქნება, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში – 2000 ლარი, […]

ქართველი დიზაინერები ფრანგულ კომპანიისთვის შვეიცარიულ საათებს შექმნიან – ლიკა მესხი

ქართველი დიზაინერები ფრანგულ კომპანია „დეღიგესთვის“ 2024 წელს 70 საათს შექმნიან. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ საათების დიზაინერმა, ლიკა მესხმა ისაუბრა. „ძალიან სასიამოვნოა, რომ ფრანგულ-შვეიცარიულ-ქართული კოლაბორაცია შედგა და საათები ქართული ხელოვანების მონაწილეობით იქმნება. წლევანდელი „დეგიღეს“ გეგმა 70 საათია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს 2024 წლის ბოლომდე. თითოეული საათის დამზადება ხანგრძლივ შრომას მოითხოვს, ჯერ დიზაინერისა და შემდეგ ამწყობების მხრიდან […]