რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული ტექდათვალიერების ცენტრები გაჩერდა – გიორგი შიოლაშვილი

გასულ წელს რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული [ტექდათვალიერების] ცენტრები გაჩერდა, – ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ “საქმის კურსის’ ეთერში განაცხადა. როგორც გიორგი შიოლაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მიზეზი ინსპექტირების პროცესების დარღვევა იყო. “გასულ წელს რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული ცენტრი გარკვეული ხარვეზების გამო კონკრეტული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იქნა.
ნინა კობახიძე: „მხოლოდ მე ვიცი“ – ამ მიდგომას უნდა დაესვას წერტილი

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნინა კობახიძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის საჭიროა, ერთმანეთს მოვუსმინოთ. „მხოლოდ მე ვიცი“ – ამ მიდგომას უნდა დაესვას წერტილი და მთავარ მიზანთან შეჯერება მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელის და ჯანდაცვის სექტორის მთავარი მიზანი არის ადამიანებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, რაშიც ისინი ფულს იხდიან“, – განაცხადა მან BMGTV-ის […]
უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდების საქმიანობა რეგულაციების და მონიტორინგის ქვეშ უნდა მოექცეს – ბიზნესის მოთხოვნა

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები უცხოელი გიდების დომინაციას აპროტესტებენ. ადგილობრივი გიდები კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან ბაზრის ოკუპაციაში და საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად გადმოცემაში სდებენ ბრალს. გიდები სახელმწიფოსგან სამართლიანი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას ითხოვენ. გიდების ასოციაცია “საგა”, წარმომადგენელი და ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებელი ქეთი ბურნაძე ამბობს, რომ არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც უცხოელი გიდების საქმიანობა შეზღუდულია. მათი მოთხოვნაა, რომ საქართველომაც ეს გზა […]
ესპანეთში პომიდვრის რეკორდული რაოდენობის მოსავალი მიიღეს – გამომწვევი მიზეზები

East-fruit-ის ინფორმაციით, ესპანეთში რეკორდული რაოდენობის პომიდვრის მოსავალი მიიღეს. „ჩვენ ახლახან გვქონდა ყველაზე თბილი იანვარი ისტორიაში. სავსე მთვარესთან ერთად, ყველა პომიდორი ერთდროულად მომწიფდა. ამან გამოიწვია რეკორდული მოსავალი, განსაკუთრებით პომიდვრის შემთხვევაში,“- აღნიშნავს FreshPlaza . ესპანური კოოპერატივის Vicasol-ის კომერციული განყოფილების წევრის, სტეფან ვან მარევიკის თქმით, ბაზარს არ შეეძლო სწრაფი რეაგირება ამ მოცულობის მოსავალზე. „ჰაერის ტემპერატურა 14°C-იდან 22°C-მდე მერყეობს. […]
ბორელი: ნავალნის დაღუპვის გამო საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაღუპვის საკითხზე ევროკავშირის სახელით განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა. განცხადების თანახმად, ევროკავშირი აღშფოთებულია ნავალნის დაღუპვის გამო და აცხადებს, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. ბორელი ახალი სანქციების დაწესების გეგმაზე მიუთითებს. „დღეს საგარეო საქმეთა საბჭოზე ღრმა მწუხარებით მივუსამძიმრეთ მის მეუღლეს იულია […]
კიევი ადასტურებს რუსი მფრინავის გარდაცვალებას, რომელიც უკრაინაში სამხედრო შვეულმფრენით გაიქცა

19 თებერვალს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა დაადასტურა რამდენიმე ადრეული ცნობა ესპანეთში რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ. 2023 წლის ზაფხულში მაქსიმ კუზმინოვი უკრაინაში გაიქცა Mi-8 სამხედრო შვეულმფრენით და იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა. “ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ გარდაცვალების ფაქტი”,–განუცხადა იუსოვმა RBC-უკრაინას. ამასთან, რუსი პილოტის გარდაცვალების მიზეზზე იუსოვს არ უსაუბრია. 14 თებერვალს, […]
შავი ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმა 100 000 ლარამდე იზრდება – გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომაზე წარადგინა. მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ცვლილებების პაკეტი შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს, 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი; ამასთან, ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა ხდება დასჯადი […]
Forvia-მ მომდევნო 5 წელში შესაძლოა 10 000-მდე სამუშაო ადგილი შეამციროს

ფრანგულმა ავტოკომპონენტების მწარმოებელმა Forvia-მ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა 10 000-მდე სამუშაო ადგილი შეამციროს, რაც დასაქმებულთა 13%-ია, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. ამან უნდა გამოიწვიოს წლიური ხარჯების დაზოგვა დაახლოებით 500 მილიონი ევროს ოდენობით, 2028 წლისთვის. შემცირება განხორციელდება, როგორც პროგრამის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფად ცვალებად საოპერაციო პირობებთან ადაპტაციას, მათ შორის ევროპაში შიდა წვის ძრავის მანქანების აკრძალვას, ასევე […]
კომიტეტებმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა, პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. „კანონის მიღება უზრუნველყოფს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი […]
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ის ელემენტი, რომელიც უნგრეთის ინტერესებს აზიანებდა ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი მის დამტკიცებას წინააღმდეგობას არ გაუწევს. „სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული […]