,, ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს: ,, „მიუნხენის კონფერენციაზე, ევროპაში საქართველოს მთავარი მოკავშირის – პოლონეთის ახალმა საგარეო მინისტრმა, ჩემი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა. იგივე გააკეთა მის საჯარო გამოსვლაში უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრი კულებამ. ამის გარდა, ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა […]

,, მთელი დღევანდელი ოპოზიცია ვინც არის, ვარდების რევოლუციაში იყო. მერე აეკიდნენ ბიძინა ივანიშვილს” – შალვა ნათელაშვილი

„ამ წვრილფეხობა, ერთკაციან-ორკაციანმა პარტიებმა, უიდეოებმა, ფულზე ამხედრებულებმა არაერთხელ დაღუპეს ქვეყანა. ხან ოპოზიციაში იყვნენ, ხან მთავრობაში იყვნენ. ჯერ გამსახურდიას აეკიდნენ, დაუშალეს ის მრგვალი მაგიდა, სამოქალაქო ომით დაამთავრებინეს ქვეყანას საქმე და ტერიტორიები დაგვაკარგვინეს. მერე შევარდნაძეს აეკიდნენ, მერე სააკაშვილს აეკიდნენ, მთელი დღევანდელი ოპოზიცია ვინც არის, ვარდების რევოლუციაში იყო. მერე აეკიდნენ ბიძინა ივანიშვილს და უსუფაშვილები, ხუდაშელები, ბერძენიშვილები, არ გახსოვთ? […]

,,იცით რა მართობს?“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,იცით რა მართობს? ფორმულას რეიტინგულ სტუმრებს რომ აბლოკინებს კეზერაშვილი. მოჯამაგირეებიც უბლოკავენ. და მერე ურეიტინგობის გამო ებუტება და ფულს სხვა, უფრო რეიტინგულ ტელევიზიებს ასხამს, მაშინ როცა ესენი უხელფასოდ – დასჯილები სხედან. ჟანრობრივად ძალიან კარგია. p.s. როგორ გეხმარებით ხომ ხედავთ. ეგებ ჩემს ჯინაზე გადაგიხადოთ.”

უკვე ოფიციალურად – “ნაპოლის” მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი ვალტერ მაცარი გადაყენა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცი ფრანჩესკო კალცონა დანიშნა. კალცონა “ნაპოლის” სლოვაკეთის ნაკრებთან შეთავსებით სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. დე ლაურენტისმა Sky Sport-ს განუცხადა, რომ მაცარი მისი ოჯახის მეგობარია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, მაგრამ მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა, კალცონა კი ფეხბურთელების 80%-ს იცნობს, გაუჭირდება მოკლე დროშო […]

ავღანეთში დიდთოვლობით გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობით გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 8 ადამიანი კი დაშავებულია. ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერის თქმით, განადგურებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამინდის გამო შეფერხდა სამაშველო ოპერაციები. დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა გზები, ასევე, ვერ ხერხდება შემთხვევის ადგილას ვერტმფრენით მისვლაც. როგორც BBC აღნიშნავს, რეგიონში მეწყრული პროცესები არცთუ იშვიათია. 2017 წელს ნურისტანის […]

უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდების საქმიანობა რეგულაციის/მონიტორინგის ქვეშ უნდა მოექცეს – ბიზნესის მოთხოვნა

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები უცხოელი გიდების დომინაციას აპროტესტებენ. ადგილობრივი გიდები კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან ბაზრის ოკუპაციაში და საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად გადმოცემაში სდებენ ბრალს. გიდები სახელმწიფოსგან სამართლიანი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას ითხოვენ. გიდების ასოციაცია “საგა”, წარმომადგენელი და ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებელი ქეთი ბურნაძე ამბობს, რომ არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც უცხოელი გიდების საქმიანობა შეზღუდულია. მათი მოთხოვნაა, რომ საქართველომაც ეს გზა […]

აბრამსი, აპაჩი, ბუში – რის მიხედვით არქმევენ სახელებს ამერიკაში საბრძოლო ტექნიკას?

ამერიკულ ავიამზიდებს პრეზიდენტების, ვერტმფრენებს ფრინველებისა და მკვიდრი ამერიკელების, რაკეტების ნაწილს გველების, ხოლო ტანკებს გენერლების სახელები ჰქვიათ – რის მიხედვით ხდება ამერიკაში საბრძოლო ტექნიკისთვის სახელების დარქმევა და როგორია ტრადიცია?

ისრაელი პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების იდეას ოფიციალურად უარყოფს

ისრაელის ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ უარყოფს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების იდეას. ეს იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის შესახებ, აქტიური მხარდაჭერა იზრდება.

“როიტერი”: ამერიკა გაეროს ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის თაობაზე რეზოლუციას სთავაზობს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტი წარადგინა. ამ პროექტის თანახმად, საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დროებით შეთანხმებას და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” აქვეყნებს იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლის გაცნობის საშუალებაც მიეცა. ვაშინგტონი ამ დრომდე არ ეთანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტის […]

ფრონტის რამდენიმე უბანზე სიტუაცია “უკიდურესად რთულია”-ვოლოდიმირ ზელენსკი

ფრონტის რამდენიმე უბანზე სიტუაცია “უკიდურესად რთულია”, – განაცხადა 19 თებერვლის საღამოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ორშაბათს ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. “ჩვენ დავბრუნდით ხარკოვის რეგიონიდან, კუპიანსკის მიმართულებით მყოფი ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებიდან. მე-14 ცალკე მექანიზებულ ბრიგადას, ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ვესტუმრე. როგორც ყოველთვის-ანგარიში, ძირითადი საჭიროებები. სიტუაცია ახლა ძალიან რთულია ფრონტის რამდენიმე უბანზე, ზუსტად იქ, სადაც რუსულ ჯარებს […]