კანადა უკრაინას 800-ზე მეტ დრონს გადასცემს

კანადა გაზაფხულისთვის უკრაინაში ასობით თანამედროვე საბრძოლო დრონს გაგზავნას, – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის 800-ზე მეტი SkyRanger R70 ტიპის დრონის გადასაცემად 95 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ბლერის განმარტებით, კანადური წარმოების ეს დრონები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში დრონების ამ კლასში. “მათ შეუძლიათ 3.5 კგ-მდე წონის სხვადასხვა ტვირთის, მათ […]
„ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში დრონით კიდევ ერთ გემს დაარტყეს

„გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ვაჭრობის ოპერაციებისა“ და კერძო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-ის ცნობით, „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში, ჯიბუტის მახლობლად გემზე დრონით თავდასხმა განახორციელეს. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ცნობით, თავდასხმის შედეგად გემი დაზიანდა. შეგახსენებთ, გუშინ იემენელმა „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ადენის ყურეში სატვირთო გემ Rubymar-ს დაარტყეს და ის ჩაძირვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ირანთან დაკავშირებულმა იემენელმა „ჰუსიტებმა“ […]
CNN – რუსეთმა ზაპოროჟიეში ჯარების თავმოყრა დაიწყო

რუსეთი უკრაინის სამხრეთ ფრონტზე, ზაპოროჟიეს ოლქში საკუთარი ძალების მასიურ თავმოყრას ახორციელებს, – ინფორმაციას CNN-ი რუსულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-ის ცნობით, ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, მობილიზებულია 50 000 რუსი ჯარისკაცი. „ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსული ძალები ცდილობენ თავიანთი უპირატესობის გაძლიერებას აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკის ოლქის ავდიივკას რამდენიმე ნაწილში დროშის აღმართვის შემდეგ“, – იუწყება ტელეკომპანია. უკრაინის შეიარაღებული […]
ჯოზეფ ბორელი – იმედია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დავამტკიცებთ

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვისაუბრეთ ორმხრივი და ევროპული ჩარჩოებით საბრძოლო მასალის გაზრდის გზებზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ განაცხადა. „ვუახლოვდებით ვლადიმერ პუტინის ომის დაწყებიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს. დარწმუნებული ვარ, პუტინი საერთოდ არ ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ორი წლის შემდეგ მისი არმია კვლავ იბრძოლებდა. […]
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთთან საზღვარზე არსებულ კრიზისზე – საქმე არა მარცვლეულში, არამედ პოლიტიკაშია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოლონეთთან საზღვარზე არსებული კრიზისი „სოლიდარობის ეროზიას“ აჩვენებს. “ის რაც ხდება ჩვენს დასავლეთ საზღვარზე – პოლონეთთან საზღვარზე – არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც რაღაც ნორმალური ან ჩვეულებრივი. ჩვენ გვჭირდება მარტივი და გასაგები სამართლიანობა. ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტის მხოლოდ 5% გადის პოლონეთის საზღვარზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, სიტუაცია არა მარცვლეულს, […]
ჩვენ გვექნება საუბარი, თუ როგორ შეიძლება კანდიდატობის მიღების შემდეგ საქართველომ უფრო დაჩქარებული რეჟიმში მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ ერთიან ბაზარზე

ევროპასთან ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზუსტად სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებია. ამ კუთხით, საქართველომ ფაქტობრივად დაკავშირებადობის ქოლგის ქვეშ მოახდინა ძირითადი პრიორიტეტული პროექტების თავმოყრა. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ფოკუსი იქნება ამ საკითხებზე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა. ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე საუბარი იქნება […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიას 14 კალათბურთელით ესტუმრება

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიაში მიემგზავრება. 20 თებერვალს, დილის 05;00 საათზე ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები 12 კალათბურთელით დანიაში გაფრინდება, სადაც 2 მოთამაშე – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე შეუერთდება. რაც შეეხება იმ 12 კალათბურთელს, რომელიც დანიასთან, 23 თებერვლის მატჩის განაცხადში იქნება, მთავარი მწვრთნელი 22 თებერვალს დაასახელებს. საქართველოს ნაკრები დანიაში სოლიდური დანაკლისით მიემგზავრება. მოგეხსენებათ, ალექსანდრე მამუკელაშვილი […]
,, ასტროლოგი მიდის ბორდელში” – რა ანეკდოტს აქვეყნებს რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ანეკდოტს აქვეყნებს: ,,ჩემმა უცხოელმა მეგობარმა ასტროლოგმა დადო ეს ანეგდოტი და რომ არ ვთარგმნო, მოვკვდები. 😀 ასტროლოგი მიდის ბორდელში. მას გოგოს ურჩევენ: – აი, ეს კარგი გოგოა, ზიზი. – როდის დაიბადა? მომეცით მისი დაბადების მონაცემი. – აგერ ბატონო, მისი დაბადების თარიღი. – მმმმ, ვენერა – თხის რქაში. უფრო მხურვალე მინდა. – […]
,,ერთი ქალი მწერს „შე ვაზელინო, მითხარი როგორ მიაღწიე ამდენსო?” – დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე: ,,ერთი ქალი მწერს „შე ვაზელინო, მითხარი როგორ მიაღწიე ამდენს? რა საიდუმლოება გაქვს ასეთიო“. ჰმ, მოუნდა ახლა ამას უფასოდ ცხოვრება ვასწავლო. არადა ჩერჩეტი რომ არ იყოს, მისივე მონაწერის პირველივე სიტყვაშია ის საიდუმლო, რის გამხელასაც მთხოვს :)”
ხვიჩა კვარაცხელია ,,ადიდასის” სახე გახდა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ გერმანულ ბრენდ adidas-თან კონტრაქტი გააფორმა. Instagram-ზე ადიდასის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მოქმედება ნეაპოლში ვითარდება, სადაც ქართველ ფეხბურთელს ახალ თეთრ-ლურჯ adidas Predator-ის ბუცს გადასცემენ. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა კონტრაქტი გაუფორმა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.