ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული ავტომობილი აჩუქა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან საჩუქრად რუსული წარმოების ავტომობილი მიიღო, – ამის შესახებ იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო KCNA იუწყება „ამხანაგ კიმ ჩენ ინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მიერ წარმოებული პერსონალური ავტომობილი გადაეცა“, – იუწყება სააგენტო. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის, კიმ იო ჯონგის თქმით, ეს საჩუქარი ორი ქვეყნის […]
ვიქტორ დოლიძე – პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მეტყველებს ქვეყნის მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ნატოში ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, თავისთავად მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მათ შორის, ნატოში ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის წარმომადგენლები პირველ შეხვედრას ინტერესით ელიან. „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოს ახლად დანიშნული […]
ქართული დაფნა შესაძლოა ევროპულ ბაზარზე გავიდეს – რა მოლოდინი აქვთ ფერმერებს სამეგრელოში

დაფნის (ურცი, ბეგქონდარა, დაფნის ფოთოლი, კარი და დანარჩენი სუნელ-სანელებლები, კოჭას, ზაფრანას და ტურმერიკის გარდა) იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 20.17%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოდან 18 183 950 დოლარის ღირებულების 6 315.29 ტონა უცის, ბეგქონდარას, დაფნის და დანარჩენი სუნელ-სანელებლების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2-ჯერ მეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით […]
ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი – “ოჯახური” ექსპორტს აფართოებს

სანელებლების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ საექსპორტო არეალს აფართოებს და წელს პროდუქტს საფრანგეთში გაიტანს. ამის შესახებ BM.GE-ს, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სალომე ნეფარიძემ განუცხადა. კომპანია ბაზარზე 13 წელია ოპერირებს და 90 დასახელების პროდუქტს აწარმოებს. “ოჯახურის” წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანიის წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთი გადის. „საახალწლოდ, კომპანიის წარმოებული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში […]
ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს

საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს. ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები 20 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. “საარჩევნო კოდექსსა“ და მასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი […]
ვახტანგ მახარობლიშვილი – უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში ხორციელდება

ეს არის პრემიერ-მინისტრის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში ხორციელდება, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და […]
პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული ავტომანქანა აჩუქა

რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს აჩუქა „რუსული წარმოების პირადი მანქანა“. ეს ცნობა დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე. ფხენიანის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინისთვის პუტინის საჩუქარი რუსეთის წარმომადგენლებისგან 18 თებერვალს ჩაიბარეს ჩრდილოეთ კორეის მეთაურის დამ, რომელიც მმართველი „შრომის პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია და პარტიის […]
მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ

ქართველ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. კერძოდ, ლევან თედიაშვილს 14:00 საათზე, ძველი სპორტის სასახლიდან გამოასვენებენ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ. ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, […]
ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. დღის წესრიგის თანახმად, სხდომა ბრიუსელის დროით 11:00 საათზე დაიწყება. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება. „შეხვედრა ფოკუსირებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, […]
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი, თეიმურაზ რამიშვილი უწყებაში დაიბარა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანე ჟორემის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში რუსეთის ელჩთან გამართავს საუბარს ნავალნის გარდაცვალების შესახებ. “საუბარში გამოიკვეთება ნორვეგიის პოზიცია ნავალნის გარდაცვალებაზე რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან და ღია გამოძიებაში დახმარების მზადყოფნასთან დაკავშირებით. ნორვეგიის ხელისუფლება გაიმეორებს […]