20 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება – სია

20 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. მიზეზად კომპანია თელასი გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე დიუმას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, შოთა ნიშნიანიძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების და კახი კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის […]
დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებენ. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. კერძოდ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე სრული ვადით არჩევისთვის წარდგენილ კანდიდატს 90 დეპუტატის ხმა დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა 90 ხმა ვერ მოაგროვა, მეორე კენჭისყრაზე მას […]
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთი მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს

ჩინეთი მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა. „იქამდე, სანამ ჩინეთი და ევროკავშირი თანამშრომლობას გააძლიერებენ, ბლოკებს შორის დაპირისპირება არ წარმოიქმნება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ. ვანგ იიმ აღნიშნა, რომ ჩინეთი მრავალპოლარულ სისტემაში ევროკავშირს მნიშვნელოვან ძალად განიხილავს და მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა […]
“მთავრობის მხრიდან თანადგომას ვერ ვგრძნობთ” – გიდები სახელმწიფოს მხარდაჭერას სთხოვენ

გიდები ტურიზმის შესახებ კანონში კანონქვემდებარე აქტებით საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობის დარეგულირებას ითხოვენ. ქართველი გიდები ამბობენ, რომ ირანის, სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის გიდები საქართველოში საქმიანობას ყოველგვარი ნებართვის გარეშე ახორციელებენ, არ რეგისტრირდებიან და ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან. გიდი მაია მდივნიშვილი ამბობს, რომ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით არასამართლიან კონკურენტულ გარემოში არიან, რაც მათ საქმიანობას […]
ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები მოდის ბიზნესში – რეიტინგი

მოდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიაა, რომელსაც გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში 2%-იანი კონტრიბუცია შეაქვს. 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებით, CompaniesMarketCap- მოდის 12 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგს აქვეყნებს, სია კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით არის შედგენილი. მოდის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში, ევროპული ბიზნესი დომინირებს. 12-ეულში ოთხი ამერიკული კომპანიაც ხვდება. ინდუსტრიის ყველაზე დიდი მოთამაშე LVMH-ია. მისი კაპიტალიზაცია – $421,600,000,000-ია. კომპანია ძვირად […]
რუსული მხარის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ბრიანსკის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში. ამასთან, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა „ტელეგრამ“ არხზე განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და დაზიანება და ნგრევა არ მომხდარა.
მწვანილის ექსპორტი თითქმის განახევრდა – “ფრუტილია”

წლების განმავლობაში საქართველოში მოყვანილი მწვანილი მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქტი იყო. მწვანილი ექსპორტზე გადიოდა მეზობელ ქვეყნებში, თუმცა დღეს ამ მიმართულებით როგორც აგროპროდუქტების ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, მდგომარეობა შეცვლილია. კომპანია “ფრუტილიას” დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ დღეისთვის მწვანილის ექსპორტი განახევრებულია. მისი თქმით, ირანს და უზბეკეთს მწვანილის მოყვანა ღია გრუნტის პირობებში ბევრად უფრო იაფი უჯდება, რასაც ქართული კონკურენციას ვეღარ […]
დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 20 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე დიუმას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, შოთა ნიშნიანიძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების და კახი კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]
საფრანგეთში „დააპატიმრეს“ ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა

საფრანგეთის სასამართლომ „დააპატიმრა“ ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კურორტ როკებრიუნ-კაპ-მარტენზე მდებარე ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა. სასამართლომ ვილაზე საკუთრების უფლება გაყინა პარიზის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე. გამოცემა „მონდის“ ინფორმაციით, ვილა „მარია ირინა“ ოფიციალურად ეკუთვნის წარმოშობით სომეხ ოლიგარქს, სამველ კარაპეტიანს, რომელიც რუსეთში საქმიანობს. პარიზის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რეალური მფლობელი რუსეთის ნავთობის და გაზის კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი ფირმა „გაზპრომ ნეფტია“. […]
მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა – პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ნინო წილოსანის, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ კი რატი იონათამიშვილის კანდიდატურები იქნება წარდგენილი

უმრავლესობის ლიდერი ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ ჟურნალისტებს თავად განუცხადა. ამასთან, მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას. მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს. „პარლამენტის შიგნით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი საკადრო ცვლილება იყო […]