თელავის მუნიციპალიტეტში 2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის შეხვედრები დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტში 2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის შეხვედრები დასრულდა. თელავის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სოფლების მოსახლეობის შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 1 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, შეხვედრები თელავის მუნიციპალიეტეტის 29 სოფლის მაცხოვრებლებთან გაიმართა. „კრებებზე მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს იმ მიმდინარე საკითხებსა და საჭიროებებზე, რომლებიც პროგრამის დახმარებით უნდა მოწესრიგდეს და […]

სერგეი ლავროვი ვენესუელაში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ვენესუელაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს. მარია ზახაროვას ცნობით, სერგეი ლავროვი კარაკასში ვენესუელელ კოლეგასთან, ივან გილ პინტოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს შეხვდეს. სერგეი ლავროვი ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი სტრატეგიული […]

ჩერგოლეიშვილი: ყველა ბიძინას ღირსად მიმაჩნიხართ, ვინც გვარამიას გვერდით უდგებით

ყველას პოლიტიკური წონა საპნის ბუშტივით უნდა გაქრეს, ვინც ეს წონა არა თავისუფალი კონკურენციით, არამედ კონკურენტების უწესო შეზღუდვით, შანტაჟით, ტყუილებით და ბელადის ამორალური დავალებების უსიტყვო შესრულებით აკრიფა. ყველა ბიძინას ღირსად მიმაჩნიხართ, ვინც გვარამიას გვერდით უდგებით. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებო, [გვარამია] თვეების განმავლობაში სამარცხვინო დრამას დგამდა, გატყუებდათ და ისტერიკებს მართავდა, რომ სააკაშვილი კვდება და ამას აბრალებდა […]

დიდი ალბათობით, “ბაიერნს” კონტე ჩაიბარებს

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ “ბაიერნის” ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, თუ “ბაიერნი” უახლოეს მომავალში ტუხელს დაითხოვს, კონტესთვის “რეკორდმაისტერი” ნომერ პირველი ვარიანტი იქნება. გამოცემის ინფორმაციით, მიუნხენელები ტუხელს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ. შეგახსენებთ, “ბაიერნი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 50 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ლევერკუზენს” 8 ქულით ჩამორჩება. რაც […]

“ნაპოლი” უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო” – დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ

კინოპროდიუსერმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ “ნაპოლი” “ბარსელონას” წინააღმდეგ სწორედ კალცონას ხელმძღვანელობით წარდგება. “კალცონას მივესალმებით. ვცდილობთ, მას მაქსიმალურად დავეხმაროთ, რადგან 24 საათში ისეთი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, როგორიც “ბარსელონაა”. მეგობარი გათავისუფლებულია, ვალტერს ბოდიშს ვუხდი, მუდამ მზად იყო ჩვენ გვერდით ყოფილიყო, თუმცა “ნაპოლის” გულშემატკივრები უფრო მეტს იმსახურებდნენ. ჰამშიკის დაბრუნება? დღეს ვერ მოვახერხე მასთან საუბარი, თუმცა გუშინ ჩვენ […]

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთის არმიამ უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 20 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 23 ე.წ. დამრტყმელი დრონი. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 23-ვე ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დნიპროს რაიონში სამი სახლი […]

კანადა უკრაინას 800 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

კანადა უკრაინას 800 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა გააკეთა. „უპილოტო საფრენი აპარატები გაჩნდნენ, როგორც კრიტიკული შესაძლებლობები უკრაინისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ჯარები შეძლებენ მეტი სიტუაციური ცნობიერებისა და ინფორმაციის შეგროვებას, რათა შეაფასონ სამიზნეები უფრო სწრაფად და ზუსტად“, – აღნიშნა კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა.

„ანტრე“ ბაქოში მერვე ფილიალს გაზაფხულზე გახსნის“ – ჟან მიშელ შარლი კომპანიის გეგმებზე

ახლახან მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს რომლის ფარგლებშიც გაზაფხულზე მერვე „ანტრეს“ ბაქოში გავხსნით, – ამის შესახებ „ანტრეს“ თანადამფუძნებელმა ჟან მიშელ შარლიმ „კომერსანტთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ბაქო საზღვრებს გარეთ პირველ ქალაქად იმის გამო შეირჩა, რომ ლოგისტიკურად ფილიალის მეზობელ ქვეყანაში გახსნა უფრო მარტივია. „ანტრეს დაარსებიდან პირველივე დღეს ვიცოდით რომ ის საერთაშორისო კომპანია იქნებოდა, ბაქო საზღვრებს გარეთ პირველი ქალაქად შევარჩიეთ […]

რა ეღირება 20 თებერვალს ევრო და დოლარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6449 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6432 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8504 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8467 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში _ პროგნოზი რეგიონების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურას +13, +15 გრადუსს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, […]