გიგა ბოკერია – საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება

საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ NDI-ს სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ყველაფერი ოპოზიციასა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, თუ იქნება საზოგადოების მაღალი აქტიურობა, დიდი კონსენსუსი და გამოიხატება ნება, მაშინ არჩევნები ვერანაირად ვერ გაყალბდება. „კამპანია იმის […]
ოთარ გრიგოლია ოპოზიციას – „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სიძულვილში გადაგეზარდათ

ტყუილია, რომ 240 მილიონი ლარი არის აუთვისებელი თანხა – მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ თბილისის ბიუჯეტში წინა წლის ნაშთი ყოველწლიურად დაახლოებით ერთნაირი პროპორციულობით აისახება, რაც ნორმალური საბიუჯეტო პროცესია, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს. როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. […]
2023 წელს, გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მილიონ ლარს გადააჭარბა – ანგარიში

2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 603 პირის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 130 მილიონ ლარზე მეტი, – ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე […]
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მისი […]
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტი 81 ხმით მიიღეს, 6 დეპუტატი კი მის წინააღმდეგ წავიდა. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების […]
“ნება მომეცით, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილი ვნახო” – ნავალნის დედა პუტინს მიმართავს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს და შვილის ცხედრის გადმოცემას ითხოვს. ნავალნაიამ ვიდეომიმართვა ჩაწერა. “უკვე მეხუთე დღეა, ცხედარს არ მაჩვენებენ და არც მეუბნებიან სად არის. მივმართავ ვლადიმერ პუტინს, პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნება მომეცით, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილი ვნახო”, – ამბობს ნავალნის დედა. გუშინ, რუსეთის ფედერაციის […]
ბრიუსელში, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა. სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი. Previous: დავით კირკიტაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 1 წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში წერია. „სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში […]
,, ორგანიზაციის დეკლარირებული ბუნებაა ასეთი – “ბოზი” ვერ იქნებილ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ქურდულ სამყაროზე

,, ორგანიზაციის დეკლარირებული ბუნებაა ასეთი – “ბოზი” ვერ იქნებილ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ქურდულ სამყაროზე ,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი იაგო ხვიჩიას პასუხობს: ,,ქურდული სამყარო არის არაფორმალური კრიმინალური ორგანიზაცია თავისი წესებით, იერარქიით, პრაქტიკით. ქურდული სამყაროს წევრობა უკვე არის აქტი, რომელიც დანაშაულს შეიცავს – ქურდული სამყაროს წევრობით, სულ მცირე, ეთანხმები დანაშაულის შეუტყობინებლობას და კანონის გარეთ გადიხარ. […]
“სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა“- რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ , რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განახლებულ დეზინფორმაციის კამპანიას და მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილსა და ალექსეი ნავალნის შორის პარალელების გავლებას. “ნაციონალური მოძრაობა“ ტრაგედიებით მოსარგებლე რომ იყო, ეს დიდი ხანია ვიცოდით, სულ ახლახან კი, ნავალნის დაღუპვის ფაქტი როცა გაიგეს, განაახლეს დეზინფორმაციის კამპანია სააკაშვილთან დაკავშირებით და ეს პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს […]