ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი.
პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.საკანონმდებლო პაკეტი 81- ხმით, 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, ცესკოში, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება – “საარჩევნო კოდექსიდან“ ამოღებულია მუხლები, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის პოსტი საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენდა და აღნიშნულ თანამდებობაზე პირი ცესკოს პარტიულ […]
ზურაბ ჩიკვილაძე – მარტიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით 2100 ბავშვი და მოზარდი სრულად დაფინანსდება

„საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება, 250 ბენეფიციარით მეტი დაფინანსდება და ჯამში ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 2 100 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ გააკეთა. მისივე თქმით, დედაქალაქის […]
ლევან თედიაშვილი საგარეჯოში დაკრძალეს

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალეს. 14 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ძველი სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა მიაგეს. ლევან თედიაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, […]
თინათინ ნიბლოშვილი – მთავრობის გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, ეს არის უწყვეტი ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე

მიმდინარე წლის 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საკრებულოში შეიკრიბნენ საკრებულოს წევრები, ონკოპაციენტები, ონკოლოგები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რადგან მთავრობის გადაწყვეტილება იყო უპრეცედენტო, ეს არის უწყვეტი ზრუნვა, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, – ასე დაიწყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თავის გამოსვლა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე. მისივე განცხადებით, გაუგებარია ნებისმიერი პოლიტიკური აქტიურობა, რომელიც შეიძლება აღნიშნული თემით სპეკულირებად […]
BOG-ის მხარდაჭერით გრადა პარკის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება (რ)

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის დაფინანსებით, გრადა დეველოპმენტი დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ – გრადა პარკის ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს, რაც […]
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, […]
შვედეთი უკრაინას 630 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

შვედეთი უკრაინას რიგით მეთხუთმეტე, ყველაზე დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უკრაინისთვის გამოყოფილი პაკეტის ღირებულება 630 მილიონ ევროს შეადგენს. სამხედრო დახმარების პაკეტი 10 სადესანტო საბრძოლო კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა აღჭურვილობას, საზენიტო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რობოტებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო აპარატურასა და სასწრაფო დახმარების მანქანებს მოიცავს. გარდა ამისა, ფონდებიდან თანხა დაიხარჯება უკრაინისთვის […]
ჩერგოლეიშვილი ხვიჩიას: ქურდული სამყაროს წევრობა უკვე არის აქტი, რომელიც დანაშაულს შეიცავს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი იაგო ხვიჩიას პასუხობს, რომლის თქმითაც, “ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა”. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ინსიტუტების გაძლიერების პარალელურად, ე.წ. ქურდული სამყაროს ამოძირკვა “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” საზოგადოების კეთილდღეობისთვის. “ქურდული სამყარო არის არაფორმალური კრიმინალური ორგანიზაცია თავისი წესებით, იერარქიით, პრაქტიკით. ქურდული სამყაროს წევრობა უკვე არის აქტი, რომელიც დანაშაულს შეიცავს – ქურდული სამყაროს წევრობით, […]
“ძალიან რთულია, სუპერ პროფესიონალი მეღვინე იპოვო” – “ასკანელში” კადრების დეფიციტზე საუბრობენ

პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენასთან ერთად გლობალურ შრომის ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა არაერთი ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდის. გლობალურად გამოკითხული 45 ათასი კომპანიიდან 70%-ზე მეტი საწარმო საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრებს ვერ პოულობს. ეს მაჩვენებელი კი, ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა. ბოლო წლების განმავლობაში კადრების დეფიციტი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული შრომის ბაზრისთვისაც. ადამიანური რესურსის დანაკლისი განსაკუთრებით მწვავედ ყველა იმ […]