საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა. მიღებული კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება […]

დაუყოვნებლივ გადმომეცით შვილის ცხედარი, ადამიანურად რომ დავმარხო – ნავალნის დედა პუტინს

ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთხოვს, რომ შვილის ცხედარი გადასცეს. “ჩემს უკანაა მე-3 გამოსასწორებელი კოლონია, სადაც 16 თებერვალს ჩემი შვილი დაიღუპა. მეხუთე დღეა არ მაჩვენებენ მას, არ მაძლევენ ცხედარს და არც მეუბნებიან სადაა. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინო. საკითხის გადაჭრა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მაღირსეთ ერთხელ და საბოლოოდ შვილის […]

ადიგენში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. „პირდაპირების“ დასახლებაში, მეწყრული პროცესი გააქტიურდა. ადგილზე იმყოფება გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი. სააგენტოს ცნობით, ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. სააგენტო ახადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადიგენის მერიის ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებლად ალტერნატიული ფართი შესთავაზეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მეწყრის შედეგად გაჩენილი […]

ნავალნის დედა პუტინს: „გადმომეცით ალექსეის ცხედარი, ადამიანურად რომ დავასაფლავო“

ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. ვიდეო მისი მიმართვით ჩაწერეს კოლონია „პოლარულ მგელთან“, სადაც 16 თებერვალს ნავალნი დაიღუპა. „მეხუთე დღეა, ვერ ვნახულობ, არ მაძლევენ ცხედარს, იმასაც კი არ მეუბნებიან, სად არის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმერ პუტინ. ამ საკითხის გადაწყვეტა თქვენზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, მომეცით საშუალება, ჩემი შვილი ვნახო. ვითხოვ, დაუყოვნებლად გადმომცეთ […]

პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 20 თებერვალს, გაიმართა. ცვლილებები ითვალისწინებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდა – ერთი არჩეული იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი ცესკოს პროფესიული წევრებიდან. ოპოზიციის კვოტით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის […]

ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს

ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ, ვიდეომიმართვა ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი, რომელშიც შვილის ცხედარის გადაცამა მოითხოვა. ვიდეო გამოქვეყნდა YouTube-ის არხზე Навальный LIVE. „ჩემ ზურგს უკან კოლონია ИК-3 „პოლარული მგელია“, სადაც 16 თებერვალს დაიღუპა ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი, მეხუთე დღეა მას ვერ ვნახულობ, მის ცხედარს არ მაძლევენ და იმასაც არ მეუბნებიან სად არის ის. მოგმართავთ თქვენ, […]

ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებელი – უცხოელ გიდებს სახელმწიფო ბიუჯეტთან შეხება არ აქვთ, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტის გვერდის ავლით ძალიან დიდი თანხების ქვეყნიდან გადინება ხდება

საქართველოს გიდების ასოციაცია „საგას“ წევრის და ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებლის, ქეთი ბურნაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებს „ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტთან არ აქვთ, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტის გვერდის ავლით ხდება ძალიან დიდი თანხების ქვეყნიდან გადინება“. მისივე თქმით, უცხოელი გიდები არსად რეგისტრირებულები და დაფიქსირებულები არ არიან. „საქართველოს ბაზარს ნელ-ნელა უცხო ქვეყნის წარმომადგენლები იპყრობენ. მათ არ შეიძლება გიდები ვუწოდოთ, […]

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაში ადანაშაულებს და ამის გამო სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაში ადანაშაულებს და ამის გამო სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს. რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ წარადგინა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. რომან გოცირიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 84 კანონპროექტიდან 64 დღემდე არ განხილულა და ინიცირებული საკითხები განსახილველად არც კომიტეტებში […]

ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდისა და აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის შეხვედრა გაიმართა

პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის, ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდისა და აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან. განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკის და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები […]

„ალდაგში“ ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის საჩუქრებია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავტო დაზღვევის მფლობელებს საჩუქრებს სთავაზობს. „ალდაგის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი „ალდაგში“ ჰყავთ დაზღვეული, ამბოლის სერვისცენტრებში სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ, რაც გულისხმობს 30%-იან ფასდაკლებას, ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე. კომპანიის ცნობით, შეთავაზებით სარგებლობა 20 თებერვლიდან 20 მარტამდე იქნება შესაძლებელი. „ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად, სხვადასხვა ბენეფიტი შევთავაზოთ, რომ დაზღვევისგან […]