დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში ეწვევა. უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ წარუდგენს ანგარიშს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. ფინანსთა სამინისტროს მუშაობას აფასებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ უწყება სტაბილურ და ეფექტურ პოლიტიკას ატარებს, რაც ქვეყნის მაჩვენებლებში აისახება.

კორპუსის ეზოში გარდაცვლილი კაცი ნახეს – იქვე იპოვეს წერილიც

რუსთავში, ეზოში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მე-14 მიკრორაიონში, ეზოში 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედართან ერთად ნაპოვნია წერილიც. შემთხვევა, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ინფო რუსთავი

რუსეთის საგარეო უწყება – „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დასავლეთის ინიციატივით, „დიდი ოცეულის“ დღის წესრიგში არაძირითადი საკითხების, მათ შორის უკრაინის საკითხის, შეტანა დესტრუქციულია. რუსეთის დელეგაცია აპირებს, რომ პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება „დიდი ოცეულის“ პოლიტიზაციის მიუღებლობას მიაპყროს, რომელიც, მისი მანდატის მიხედვით, მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული“, – […]

რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი – ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ უკან არ უნდა დაბრუნებულიყო

ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ უკან არ უნდა დაბრუნებულიყო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ძალიან სამწუხარო სიტუაციაა. ის ძალიან მამაცი იყო, რადგან დაბრუნდა. მას შორს დარჩენა შეეძლო. გულწრფელად რომ ვთქვათ, იგი ალბათ ბევრად უკეთ იქნებოდა შორს რომ დარჩენილიყო და ქვეყნის საზღვრებს გარედან ესაუბრა, ვიდრე უკან დაბრუნებულიყო. რადგან ხალხი ფიქრობდა, […]

საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის მანძილზე ატარებს უაღრესად პრაგმატულ და მიზანმიმართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას!

“როდესაც საქართველოს ახალ პრემიერს ვუსმენდი უნებლიედ გამახსენდა დიდი კონსტანტინეს სიტყვები: “სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვაო”! გვეყო ქართველთ მუდამ სხვის დაკრულზე ცეკვა და სხვის ომებში ქართველ ვაჟკაცთა ხმალქნევა!”- ამის შესახებ წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე. “უდავოა საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის მანძილზე ატარებს უაღრესად პრაგმატულ და მიზანმიმართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას! რაც მიმდინარე მსოფლიო ახალი […]

19-წლამდელთა ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს – შემადგენლობა და მატჩების განრიგი

საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები 26 და 28 მარტს ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლებს. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გასამართი ორივე ამხანაგური მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი ასაკობრივი ელიტ რაუნდში შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან 26 […]

ეს მთელი “ნაპოლის” მარცხია – რა თქვა დი ლორენცომ “ბარსელონასთან” მატჩის წინ

“ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ისაუბრა: “კარგია, რომ ახალი მწვრთნელი ჩვენს ბევრ მოთამაშეს იცნობს, პირველივე დღეს გასახდელში დიდი ენთუზიაზმით შემოვიდა. ერთიანები უნდა ვიყოთ, წინ კიდევ რამდენიმე მატჩია, ამიტომ გვაქვს შანსი, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. მაცარის წასვლა? ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ეს არის მთელი “ნაპოლის” მარცხი. მიუხედავად […]

“რას ვფიქრობ “კვარაზე”? – დე იონგმა ხვიჩასა და “ნაპოლიზე” ისაუბრა

ხვალ, 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ნაპოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. “ბლაუგრანას” ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. “ნაპოლის” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ამ გუნდის რიგებში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი იტალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები არიან. ცხადია, ისე აღარ ასპარეზობენ, როგორც გასულ […]