კალცონამ პირველი ვარჯიში ჩაატარა – Sky Sport-ი “ბარსელონასთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობას გვამცნობს

“ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თავის თანაშემწეებთან ერთად მივიდა და კითხვაზე, იმუშავებს თუ არა მასთან გუნდის ყოფილი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი, მოკლე პასუხი გასცა – “ვნახოთ”. 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, “ნაპოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კალცონამ გუნდი ავარჯიშა. ვიქტორ ოსიმენი სრულად დაიტვირთა და დიდი ალბათობით, სასტარტოში იქნება. სირილ ნგონჟი […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან სათამაშოდ ქალაქ ნესტვედში ჩავიდა [VIDEO]

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიის ქალაქ ნესტვედში ჩავიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო მატჩს სწორედ დანიასთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 23 თებერვალს, პროვინციულ ქალაქ ნესტვედში გაიმართება, სადაც დღეს საქართველოს ნაკრები 12 კალათბურთელით ჩავიდა. თბილისიდან ჩასულ მოთამაშეებს (გიორგი ცინცაძე, გიორგი ოჩხიკიძე, რევაზ როგავა, ოთარ ფხაკაძე, კახა ჯინჭარაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე, თორნიკე შენგელია, ალექსანდრე ფევაძე, […]
ვახტანგ მახარობლიშვილი – ყველა შეხვედრამ და ასოცირების საბჭოს სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

საბჭოს გარდა, რა თქმა უნდა, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ისევე როგორც უმაღლეს წარმომადგენელთან, ბორელთან. ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრა გაფართოების ევროკომისართან, ვარჰეისთან, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, ერთი მხრივ იყო საუბარი უკვე […]
BBC: უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს პოლიგონზე, სადაც რუს გენერალს ელოდებოდნენ

უკრაინის არმიის შეტევის შედეგად სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონზე. ამის შესახებ BBC-ს რუსული სამსახური იუწყება რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. უკრაინელებმა პოლიგონს 20 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში დაარტყეს სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის HIMARS-ის 2 რაკეტით. წყაროთა თანახმად, დარტყმის მომენტში, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე […]
თეა ახვლედიანი – ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთხმად დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთხმად დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიუსელში განაცხადა. თეა ახვლედიანის თქმით, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველოსთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაც, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა ევროკავშირთან ემსჯელა საქართველოს […]
ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე – გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია, მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები

გაიმართა საქართველო-ევროკავშირის რიგით მე-8 ასოცირების საბჭო, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის მხრიდან უმაღლესი წარმომადგენელი, ბატონი ბორელი და საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იყო და მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს […]
ირაკლი ჩიქოვანი – ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, კომისია არის შესაძლებლობა, განხილული იქნას ის რეფორმები, რომელიც საქართველოში გატარდა. „დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისია. ეს არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის […]
დიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას “ბარსასთან” ვქომაგობთ – ხვიჩა მოწინააღმდეგის ობიექტივში…

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი იქნებ ისეთივე ემოციებს აღარ აღძრავს, როგორც წლების წინ, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე მეორე წელია, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო განსაკუთრებულია. “ნაპოლის” მთავარი მიზანი შარშანაც და წელსაც ისაა, მაქსიმალურად შორს გავიდეს; პლეი-ოფში ახლა რთული მეტოქეა – “ბარსელონა”. ორივე ეს გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ახლა კი იდეალური პერიოდი არ უდგათ. პირველი დაპირისპირება “დიეგო მარადონაზეა” – […]
დღეს პარლამენტში, ლაშა ხუციშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ

დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მივა. ფინანსთა მინისტრი “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.
აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციას ვეტო დაადო

შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა, ვეტო მესამედ დაადო და გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ რეზოლუცია ძირს უთხრის მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. ”ნებისმიერმა ქმედებამ, რომელსაც ეს საბჭო ახლა მიმართავს, ხელი უნდა შეუწყოს და არა შეაფერხოს ეს მგრძნობიარე მიმდინარე მოლაპარაკებებს და მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია, რომელიც ახლა მაგიდაზე დევს, რეალურად […]