„არასდროს ვწერ დიდ პოსტებს, მაგრამ მინდოდა ეს საინტერესო სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა“ – ნინო გოგიჩაიშვილი

· 50 მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წარმატებული კარიერის შესახებ წერს. „არასდროს ვწერ დიდ პოსტებს, მაგრამ მინდოდა ეს საინტერესო სიახლე თქვენთვისაც გამეზიარებინა, ტრადიციულად Fashion TV -სთან ერთად გადავიღეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Untold” , რომელიც პირველად ჩატარდა არაბულ ქვეყანაში. ეს ფესტივალი მიმდინარეობდა ექსპო სითიში და 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად […]
თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად მიიღოს საქართველო – ოლივერ ვარჰეი

თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი, ასევე, უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ […]
„წამყვან ონკოლოგებს არ აქვთ ინფორმაცია, რომელი არარეგისტრირებული მედიკამენტი გამოიყენება საქართველოში“ – სალომე ლოლუა

„ვესაუბრე ექიმებს და შემიძლია ვთქვა, რომ წამყვან ონკოლოგებს არ აქვთ ინფორმაცია რომელი მედიკამენტების გამოყენებაზეა საუბარი“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ არარეგისტრირებული პრეპარატების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით კომენტარისას განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის კონკრეტული, შესაბამისად, რთულია იმაზე საუბარი, თუ რომელი პრეპარატები, რომელი […]
ვახტანგ მახარობლიშვილი – გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში – დღეს გაიმართება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში და დღეს გაიმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარი შეეხება იმ ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მოიტანა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ. „ბუნებრივია, საუბარი ისევ და ისევ შედგება გასული […]
“ამას სიკეთე არ მოაქვს” – ნანუაშვილი მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ინიციატივაზე

მინიმალური ხელფასი უკეთეს შემთხვევაში არაფერს ცვლის, ხოლო უარეს შემთხვევაში აზიანებს ყველაზე მოწყვლად დასაქმებულებს და იმ ადამიანებს, ვინც შრომის ბაზარზე შესვლას აპირებს, – ამის შესახებ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” იურისტმა, ნიკა ნანუაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება ცხოვრების დონეს და შრომის პირობებს არ გააუმჯობესებს. საქმე ის არის, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ პროფკავშირების […]
კერძო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამის საშუალო ღირებულება 13%-ით გაიზარდა – რა ღირს განათლების მიღება საქართველოში

უმაღლესი განათლების სექტორი საქართველოში მოიცავს 63 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც შედგება უნივერსიტეტების, სასწავლო უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისგან. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე მონაცემების მიხედვით, კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური მზარდია. საბაკალავრო პროგრამის საშუალო ღირებულება 13%-ით გაიზარდა და 4482 ლარი შეადგინა, ხოლო სამაგისტრო პროგრამის საფასური წინა სასწავლო წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4368 ლარი შეადგინა. ხოლო, […]
დღეს პარლამენტში, ლაშა ხუციშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მივა. ფინანსთა მინისტრი “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.
რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით […]
ევროკავშირმა TikTok-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ევროკავშირმა TikTok-თან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო. შედეგად უნდა გაირკვეს დაარღვია თუ არა სოციალურმა ქსელმა ონლაინ კონტენტთან დაკავშირებული წესები, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოების მხრივ. ამის შესახებ ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. საუბარია ციფრული სერვისების აქტის (DSA) დარღვევაზე. ტიერი ბრეტონმა, ევროკავშირის კომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, თქვა, რომ ბავშვების დაცვა პრიორიტეტია. ეს მოიცავს, როგორც ასაკის შემოწმებას, ისე შესაბამის […]