მაჭარაშვილი გაწერელიაზე: უკრაინა რატომ არ უნდა დაელაპარაკოს გაცვლაზე? იქ იბრძვის

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “პროვოკაციული” უწოდა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც რუსეთში დაკავებულ ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას ეხებოდა. პარლამენტში ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რას გააკეთებს ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი ქართველის დასახმარებლად, რომელიც გუშინ რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა? მან კვლავ გაიმეორა ქართული ოცნების მესიჯ ბოქსი, რომ საქართველო “სამხედრო ინტერვენციაში არ ჩაერევა”. მაჭარაშვილის აზრით, რადგან […]

ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს. წილოსანმა ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლა, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. აქამდე ნინო წილოსანი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. წილოსანი ასევე ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს. ის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ქალთა უფლებების დარღვევაზე არასათანადო რეაგირების გამო.

ჩვენ ვიყავით შთაგონების წყარო ნავალნის ანტიკორუფციული მოძრაობისთვის — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ავლებს პარალელს საკუთარ თავსა და რუსეთის ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის შორის, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ციხეში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ნავალნის შესახებ სააკაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეზე სასამართლო პროცესზე ჩართვისას დღეს, 21 თებერვალს ისაუბრა. მან თქვა, რომ თავად არის მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო. „ყველამ […]

პარლამენტს ახალი დეპუტატი, ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს

პარლამენტს ახალი დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს. გიორგი ბარვენაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეა. გიორგი ბარვენაშვილი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 71-ე ნომერია. გიორგი ბარვენაშვილის სახელი ქართულ მედიის ყურადღების ცენტრში 2019 წლის ნოემბერში მოექცა. კერძოდ, მაშინ “მთავარმა არხმა”, “ტვ პირველმა” და “ფორმულამ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერები ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე, კომოს […]

“ილიასა და მერაბს ეს რომ არ ექნათ, წარმატებას ვერ მიაღწევდნენ”, – რას წერს დომენიკ მანგო

· 227 რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა ქართული სპორტის იწერია დაწერეს – ერთმა პირველად ისტორიაში UFC-ს ჩემპიონობა მოიპოვა, დვალიშვილმა კი საჩემპიონო ბრძოლის უფლება მიიღო. ქართველმა აქტივისტმა დომენიკ მანგომ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ ისინი საქართველოდან რომ არ წასულიყვნენ, ამ შედეგს ვერ მიაღწევდნენ

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი (რ)

მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და ბანკის მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა დაარეგისტრიროს სკოლა ამ ბმულზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული მასწავლებელი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი გახდება. სკოლების რეგისტრაცია 29 […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – როგორც მიუნხენის კონფერენციას დაამთხვია ნავალნის მკვლელობა პუტინმა, ისე დაამთხვია პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კენჭისყრა კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს – ეს არის რუსული ტიპის თავხედობა

ეს არის რუსული ტიპის თავხედობა. როგორც მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაამთხვია ნავალნის მკვლელობა პუტინმა, ისე დაამთხვია პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კენჭისყრა კობახიძის ვიზიტს ბრიუსელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე განცხადებით, „ასეთ ქმედებებს მომდევნო თვეების განმავლობაშიც არაერთს ვნახავთ, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს“. „რაც […]

მიხეილ სააკაშვილი – ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო – ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი: აჰა, შეგიძლიათ აიღოთ, დაიტაცოთ და გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი სიამაყის და იმედის დასაბრუნებლად

ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის – ჩემი სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი: აჰა, შეგიძლიათ ეს აიღოთ, შეგიძლიათ ხელში დაიტაცოთ და გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის და იმედის დასაბრუნებლად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად […]

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზად არის დაეხმაროს თითოეულ გიდს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. „21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა! საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითოეულ გიდს გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას! საქართველოში ტურიზმის განვითარება და მოგზაურთა ნაკადების გაზრდა […]

საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი – გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი – გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს. ბარვენაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91-ხმით სცნო. ის “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით უმრავლესობის ყოფილი ლიდერის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეა, რომელმაც მთავრობის მეთაურის თანამდებობა დაიკავა.