სილვიუ დომენტე – საავადმყოფოების მონიტორინგის სისტემების გამოყენება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა და მას სხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით – ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო უნდა იყოს დარწმუნებული ამ დანახარჯების ეფექტურობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები უსაფრთხოდ არიან და შესაბამის, ხარისხიან დახმარებას იღებენ, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა. მისი […]
ფინანსურ ტექნოლოგიას შეუძლია აამაღლოს და დააყენოს ჩვენი რეგიონალური ეკონომიკა უფრო მდგრად გზაზე – ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების (Fintech) განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა ლევან დავითაშვილის სიტყვით გაიხსნა, სადაც მან CAREC-ის ქვეყნების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციების შექმნა-განვითარების პროცესში ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „იზრდება რა, რეგიონი და შესაბამისი ეკონომიკები, კაპიტალის გადანაწილება ქვეყნის თუ რეგიონის დონეზე […]
ქართულმა სტარტაპმა Wempler-მა $500 000-მდე ინვესტიცია მოიზიდა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გეგმავს გასვლას

Wempler-ი ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და ამ წელიწადნახევარში ნახევარ მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, მათ შორის $350 000 უცხოური ვენჩერული კაპიტალის ფონდი Presto Ventures-ისგან მიიღო. როგორც კომერსანტთან“ საუბრისას Wempler-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე თავხელიძე ამბობს, 2024 წლის ბოლოდან ბიზნესის განვითარებას აღმოსავლეთ ევროპაში გეგმავენ. Wempler არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს იმაში ეხმარება, რომ ნებისმიერი ერთჯერადი საქმე თუ […]
„ლონდონის ბირჟამ ტრანზაქცია კარგად მიიღო“ – BOGG-ის აღმასრულებელი დირექტორი „ამერიაბანკის“ შეძენაზე

“საქართველოს ბანკის” ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ჯგუფის მიერ სომხეთის მოწინავე ბანკის – „ამერიაბანკის“ შეძენა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე BGEO -ს აქციების ფასზე დადებითად აისახა. „ბირჟამ ძალიან კარგად მიიღო“ – ასე აფასებს გაჩეჩილაძე ტრანზაქციას. BOGG-ის მიერ უმსხვილესი სომხური ბანკის შეძენის შესახებ არჩილ გაჩეჩილაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ტრანზაქციისთვის მზადება 2023 […]
ფრანგულმა საბრძოლო ხომალდებმა იემენიდან გაშვებული დრონები ჩამოაგდეს

წითელ ზღვაში ფრანგულმა საბრძოლო ხომალდებმა იემენიდან გაშვებული დრონები ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ დრონების ჩამოგდების ამსახველ კადრებთან ერთად გაავრცელა. გავრცელებულ ჩანაწერში ფრანგულ საბრძოლო ხომალდთან დიდი აფეთქება ჩანს. კადრები წითელ ზღვაში საფრანგეთის პატრულირებადი ბაზებიდან არის გადაღებული. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ფრანგულმა მრავალფუნქციურმა საბრძოლო ხომალდებმა რამდენიმე დრონი დააფიქსირეს და გაანადგურეს. ფრანგულ მხარეს არ გაუვრცელებია […]
თბილისის მერის მოადგილე – დედაქალაქის მასშტაბით, ქუჩაში, დაახლოებით, 35 000 ძაღლია – წელს, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყება

დედაქალაქის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით, 35 000 ძაღლია ქუჩაში. მისივე თქმით, გასულ წელს თბილისის მასშტაბით სტერილიზაცია-კასტრაციის თითქმის 10 000-ს ოპერაცია ჩატარდა. „სამწუხაროდ, ცხოველებთან დაკავშირებული ციფრი მზარდია. ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ კვლევა ჩავატარეთ, ჩვენი გათვლებით დაახლოებით, 35 000 ძაღლი არის ქუჩაში, რაც ძალიან დიდი ციფრია. როგორც მერმა აღნიშნა, […]
სოფელ დიღომში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მაისში დასრულდება. „საბურთალოს გამგეობამ სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე, 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაში იყო. ადგილზე განთავსდება ყველა […]
ონის მერია – უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ უწერაში ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ უწერაში ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, სტიქიურ უბნებზე დღეს დილიდან იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინირების […]
მიხეილ სააკაშვილი – ვიდრე ზელენსკი გამოჩნდებოდა, პუტინი ამბობდა, რომ სააკაშვილი და ნავალნი იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები – ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია

ნავალნიმ ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოს მიმართ დაყენებული პოზიციის გამო და ეს ძალიან დავაფასე – უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მომწამლეს, სპეციალურად მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი, ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის […]
ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და ბანკის მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა დაარეგისტრიროს სკოლა ამ ბმულზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული მასწავლებელი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი გახდება. სკოლების რეგისტრაცია 29 […]