აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, გაზიფიცირებას განიხილავენ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “რესპუბლიკა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან გაზიფიცირების საკითხზე”. ”გაზპრომის” სტრუქტურამ მოამზადა გაზიფიკაციის სქემა და მიუთითა ჩვენთვის შეერთების წერტილები და პუნქტები, სადაც შესაძლოა განთავსდეს გაზზე დაფუძნებული ელექტროენერგიის წარმოების სადგურები. ახლა ეს გეგმა პრაქტიკულ სიბრტყეში უნდა გადაიზარდოს” ,- განაცხადა ბჟანიამ. ერთადერთი ელექტროსადგური, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო […]

პირველადი ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა, გაიზარდოს

პირველადი ტექინსპექტირების ფასი შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, 5 წლის წინ დადგენილი ფასი, ვეღარ პასუხობს ტექინსპექტირების ცენტრების გამოწვევებს, ამასთან, დიდია კადრების გადინების მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა აღნიშნული თხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართეს. როგორც გიორგი შიოლაშვილი განმარტავს, საუბარია არსებული ფასის, დაახლოებით 50%-მდე ზრდაზე. „ამ დროისთვის, პირველადი […]

სამედიცინო სექტორი ახალი რეგულაციის ქვეშ ექცევა – რომელი კლინიკები დარჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?

კლინიკებს თავად ექნებათ შესაძლებლობა, შეკრიბონ მონაცემები მათი სერვისის ხარისხის, ლეტალობის მაჩვენებლისა და სხვა ინდიკატორის შესახებ და, შესაბამისად, თვალი ადევნონ, როგორ პოზიციაში არიან ისინი სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებაში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული სიახლის კომენტარისას განაცხადა. საუბარია ახალ რეგულაციაზე, რომლის მიხედვით, კლინიკები ლეტალობის, რეჰოსპიტალიზაციის და სხვა ინდიკატორების მიხედვით შეფასდბიან და […]

უნგრეთს სურს, საქართველოს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს

საქართველო დიდი ხანია ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა მანამ, ვიდრე გუშინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართებოდა. „გაფართოების პოლიტიკა ევროკავშირისთვის იოლად შეიძლება უდიდესი წარმატების ისტორია იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანა საჯაროდ ამის მომხრეა, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, ბევრი მუხრუჭს იყენებს. საქართველო დიდი ხანია ევროკავშირის […]

მუსერიძე: 44 წლის წინ დაიბადა გოგონა, მამას უთხრეს რომ დაიღუპა, გაიხსნა საფლავი და ცარიელია

არასამთავრობო ორგანიზაციის ვეძებ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში 44 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე წერს, როდესაც მისი თქმით ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობლებს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი დაიღუპა და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს. მუსერიძის ინფორმაციით განჩინების საფუძველზე 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა და ცარიელი აღმოჩნდა. “44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას, წუთით […]

დაუშვილი: გვარამიასა და მელიასთან არც არჩევნებამდე, არც მის შემდეგ, არ ვითანამშრომლებთ

არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ. გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. Ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, Ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური ოცნების”, ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” […]

ილია დარჩიაშვილი – ევროპარლამენტის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხო

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ჩამობრძანდა, სადაც ის ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოზე. „გუშინ უმნიშვნელოვანესი დღე გვქონდა. გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო, რომელიც მთავარი პლატფორმაა საქართველოს და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების, […]

თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. „შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, […]

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ოჯახური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

ფინანსთა მინისტრი – საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი

საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი – ქალბატონმა ხატიამ [დეკანოიძემ] მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება და ესეც დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ […]