ასოცირების საბჭო – ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება, – ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. […]
თინა ბოკუჩავა – ყველა ჩვენი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, ასევე ნატო-ში გაწევრიანებისთვის

ყველა ჩვენი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, ასევე ნატო-ში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, 9 დათქმა აქტუალურია ნატო-ში ინტეგრაციისთვისაც. „ყველა საქართველოს დასავლელი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის […]
შვედეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი – რუსეთი შვედეთის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთი შვედეთის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ შვედეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, შარლოტა ფონ ესენმა განაცხადა. „ჩვენ ყველამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ ვითარებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. უპირველეს ყოვლისა, რუსეთი, მაგრამ ასევე ჩინეთი და ირანი შვედეთისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. გარკვეულწილად, უსაფრთხოების არსებული სისტემის შესაცვლელად ისინი ერთად მუშაობენ“, – განაცხადა შარლოტა ფონ ესენმა. შვედეთის უშიშროების სამსახურის […]
ასოცირების საბჭო – ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში

ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა, – ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული. ერთობლივი განცხადება პრესისთვის […]
ძალადობდა მეუღლეზე, ემუქრებოდა მოკვლით – ოჯახური ძალადობისთვის შსს–ს სპეცრაზმელს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის […]
მადრიდის “რეალი” ხოსელუს “ესპანიოლიდან” გამოისყიდის

მადრიდის “რეალი” ხოსელუს “ესპანიოლიდან” 1.5 მილიონ ევროდ ხოსელუს გამოისყიდის, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური As-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი 33 წლის ფორვარდის თამაშით ძალიან კმაყოფილია და თავის სამომავლო გეგმებში ხოსელუს მოიაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ “სამეფო კლუბი” დიდი ალბათობით, ზაფხულში კილიან მბაპეს დაიმატებს და ვეტერანი შემტევის სათამაშო დრო შემცირდება. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ესპანელმა […]
მოსამართლეები – ივანიშვილი – სააკაშვილი – რას გვეკითხება ამოცანა? – მეზვრიშვილი

– სასამართლო არის სანქცირებული მოსამართლეების ხელში; – სანქცირებული მოსამართლეები – ივანიშვილის ხელში; – სააკაშვილს კანონით არ აქვს იმის უფლება, რის უფლებასაც სასამართლოზე აძლევენ; – ამოცანა გვეკითხება: ვინ ატარებინებს სააკაშვილს პოლიტიკურ კამპანიას სხდომის დარბაზიდან?
“მელიას და გვარამიას საქმე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამომრჩევლის გაყოფა იქნება?”– მეტრეველი

ცალკე ნიკა მელია ქმნის პარტიას, ცალკე ნიკა გვარამია. შეიძლება ერთადაც შექმნანო, მაგრამ ეს არაა ახლა მთაავრი. მთავარია, რისი შეცვლა შეუძლიათ მათ, ან შეუძლიათ კი საერთოდ რამის შეცვლა ქართულ პოლიტიკაში? რამე რომ შეცვალო, ან „ოცნებას“ უნდა ართმევდე ამორჩეველს, (რომ მან უმრავლესობის ასაღებად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვოს), ან მინიმუმ ე. წ. შუაშისტები, გადაუწყვეტელები და ხელჩაქნეულები მიიმხრო და […]
“გახარია კედლებს ეჩხუბება… წარმატებას ვუსურვებ” – გვარამია

„ტვ პირველის“ წამყვანმა ეკა მიშველაძემ დამისვა შეკითხვა გახარიასთან დაკავშირებით თუ განვიხილავ მას რაღაც სამთავრობო კოალიციაში მომავალში. პარტიად ნამდვილად არ განვიხილავ, როგორც მოკავშირეს, მაგრამ რაც შეეხება ზოგად კოალიციას, ჩემთვის არამოლაპარაკებადი არ არის, მაგრამ ვიღაცას თუ არ უნდა ლაპარაკი არც ჩემთან, არც სხვებთან და არ ვიცი, კედლებს ეჩხუბება, ეს ხომ არ არის ჩემი პრობლემა. ეს მათი პრობლემაა, […]
ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს – იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ – აკრიტიკებთ სხვადასხვა პარტიის პროგრამებს, თქვენ კი იმ პარტიიდან ხართ წარმოდგენილი, რომელიც თითო სოფელს 5 მილიონს და და უფასო ფულს ჰპირდებოდა

იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ – გამოხვედით და დემაგოგიურად ისვრით ზოგად ფრაზეოლოგიას, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მინისტრი „აზრზე არ არის“ საქართველოდან უკანონოდ იმპორტირებული მანქანების შესახებ. “იმ შეკითხვას პასუხობთ, რომელიც მოგწონთ. თქვენი მოვალეობაა, ხელფასს იმაში გიხდიან საქართველოს მოქალაქეები, რომ მეც გამცეთ […]