ფინანსთა მინისტრი პენსიების შესახებ „ლელოს“ დაპირებაზე – არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა – ეს არის უბრალოდ მოსახლეობის მოტყუების მცდელობა

არანაირ გათვლებზე არ არის დაყრდნობილი აღნიშნული ინიციატივა – ეს არის უბრალოდ მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, პენსიები 1000 ლარამდე გაიზრდება. „პროგრამის ეს ნაწილი, რომელიც ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა წარმოადგინა, არის მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაციის შემცირება […]
ლევან ხაბეიშვილი – 2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარი ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ ჯარიმებით მოიპარა – კალაძემ დამატებით 100 შტატი დაამატა, რომ 2024 წელს დამატებით 10 მილიონი ლარის ჯარიმა დაწეროს

2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარის ფული ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ ჯარიმებით მოიპარა – კალაძემ დამატებით ასი შტატი დაამატა, რომ 2024 წელს დამატებით 10 მილიონი ლარის ჯარიმა დაწეროს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ივანიშვილი და კალაძე ასეთ კაბალურ პირობებში ხალხს კანონის სახელით ძარცვავენ და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“. […]
პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს […]
Space საქართველოს ბაზრიდან გადის

თიბისის ციფრული ბანკი სფეისი იხურება. სფეისის სერვისებისა და აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები 31 მარტის ჩათვლით შეძლებენ, აპრილიდან კი ბანკი გაუქმდება. მათი ცნობით, მომხმარებლების სესხები, ანაბრები, განვადებები და ბარათები ავტომატურად გადავადა თიბისი ბანკში. ის მომხმარებლები, რომლების სფეისს იყენებენ, მაგრამ არ არიან თიბისი ბანკის მომხმარებლები, დამატებით შეტყობინებას მობილურზე მიიღებენ. კომპანიის ცნობით, საქმიანობას საერთაშორისო ბაზარზე გააგრძელებენ.
“ნუ გვეტენებით!” – გახარიას პარტია

არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ. გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. Ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, Ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური “ოცნების”, ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ინტერესებში. […]
იანვარში გადასახადებიდან ბიუჯეტში 1.64 მლრდ ლარი შევიდა

2024 წლის იანვარში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებმა 1.64 მლრდ ლარის შეიტანეს. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიღებული თანხა პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობის (5.2 მლრდ ლარი) 31.5%-ია. 2024 წლის იანვარში განმავლობაში გადასახადები ასე ნაწილდება: · დამატებული ღირებულების გადასახადი – 658 513 200 ლარი, I კვ.გეგმის 38.8%; · საშემოსავლო გადასახადი – 656 527 400 ლარი, I კვ.გეგმის 40.4%; · […]
მედია: დამასკოში ისრაელის სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა

სირიული მედიის მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების სარეკეტო თავდასხმას დამასკოში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა კორპუსზე მიიტანეს. სირიის სამხედრო წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები გოლანის მაღლობებიდან იყო გაშვებული. როგორც გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, სარაკეტო თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებაც გამოიწვია. სხვა ინფორმაცია იერიშის შესახებ არც ერთ მხარეს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ისრაელის […]
ვახტანგ მახარობლიშვილი – ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება მიულოცა და მათ შორის, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება მიულოცა და იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტი ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, […]
პაატა მანჯგალაძე – საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, საქართველოს მომავალი დაკავშირებულია მათ კარგად ყოფნასთან – რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, ეს მაქსიმუმია?!

ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ბავშვებთან, მათ კარგად ყოფნასთან, ქვეყნის განვითარება იზომება ამის მიხედვით, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ადამიანებზე, პენსიონერებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატი საუბრისას პენსიონერთა სესხების მაღალ პროცენტსა და სკოლებში ბავშვთა კვების საკითხს შეეხო. მანჯგალაძის თქმით, […]
8 ქართული ბრენდის ტყავის პროდუქცია მილანში Micam & Mipel Milano-ზეა გამოფენილი

“აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და თანადაფინანსებით, ქართული კომპანიები მილანში, ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში – „Micam & Mipel Milano” მონაწილეობენ. სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, გამოფენაზე რვა ქართული კომპანია წარადგენს ტყავის პროდუქციას, მათ შორისაა: Salle de Mode, Jiano, Cosmo, Gepherrini, Tani, GT Handmade, Mansard, Nicolo. ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო შემსყიდველებთან. ქართული ჩანთებით, […]