შვედეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი – რუსეთი შვედეთის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთი შვედეთის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ შვედეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, შარლოტა ფონ ესენმა განაცხადა.
„ჩვენ ყველამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ ვითარებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. უპირველეს ყოვლისა, რუსეთი, მაგრამ ასევე ჩინეთი და ირანი შვედეთისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. გარკვეულწილად, უსაფრთხოების არსებული სისტემის შესაცვლელად ისინი ერთად მუშაობენ“, – განაცხადა შარლოტა ფონ ესენმა.
შვედეთის უშიშროების სამსახურის ოპერაციების ხელმძღვანელმა, ფრედრიკ ჰოლსტრომმა აღნიშნა, რომ დასავლეთიდან რუსი ჯაშუშების გაძევებასთან ერთად, მოსკოვი ტაქტიკას ცვლის და „უფრო ოპორტუნისტულ მეთოდებს იყენებს“.
შეგახსენებთ, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება უნგრეთის გარდა, ალიანსის ყველა სახელმწიფომ მოახდინა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს