“გახარია კედლებს ეჩხუბება… წარმატებას ვუსურვებ” – გვარამია

„ტვ პირველის“ წამყვანმა ეკა მიშველაძემ დამისვა შეკითხვა გახარიასთან დაკავშირებით თუ განვიხილავ მას რაღაც სამთავრობო კოალიციაში მომავალში. პარტიად ნამდვილად არ განვიხილავ, როგორც მოკავშირეს, მაგრამ რაც შეეხება ზოგად კოალიციას, ჩემთვის არამოლაპარაკებადი არ არის, მაგრამ ვიღაცას თუ არ უნდა ლაპარაკი არც ჩემთან, არც სხვებთან და არ ვიცი, კედლებს ეჩხუბება, ეს ხომ არ არის ჩემი პრობლემა. ეს მათი პრობლემაა, ვინც ამას აკეთებს. წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ, არ მჯერა ეგეთი წარმატების. ჩემი არჩევანი ეს ვერ იქნება. მე ჩემი არჩევანი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ამიტომ პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ. გამოპასუხება არ იქნება., რა პრობლემაა. მე უფრო მეტს დავკარგავ ამით თუ გახარია დაკარგავს, ქვეყანა დაკარგავს, ამას ვნახავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?