ლევან სამუშია – გიორგი კალანდარიშვილი პირდაპირ სადენით არის მიერთებული „ქართულ ოცნებაზე“

გიორგი კალანდარიშვილზე მინდა გითხრათ, არ რცხვენია ამ ადამიანს? არაერთხელ უთხრეს უარი და პირდაპირ სადენით არის პირდაპირ მიერთებული „ქართულ ოცნებაზე“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ცესკო-ს დაკომპლექტების წესის ცვლილებას და ამ კონტექსტში, ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას, რომ მისი მოადგილე, გიორგი სიორიძე პარტიული მიკერძოებიდან ვერ გამოდის. […]
„თიბისის“ მხარდაჭერით, AD BLACK SEA-ს გუნდი Tbilisi Design Festival 2024-ს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 2024 წელს AD BLACK SEA-ს გუნდი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის გარდა ერთდღიანი ღონისძიებისთვის ემზადება. Tbilisi Design Festival 2024 პირველ მაისს ჩატარდება და იქნება პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, რომელიც სრულად დიზაინ მიმართულებას მიეძღვნება. თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი […]
დავით მათიკაშვილი ოპოზიციას – მახსენდება აკაკი წერეთელი – „გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ, თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო”, ზუსტად ამ მდგომარეობაში ხართ, ბეჭებზე ხართ დადებული

მახსენდება აკაკი წერეთელი – „გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ, თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო”, ზუსტად ამ მდგომარეობაში ხართ, იმიტომ, რომ ბეჭებზე ხართ დადებული და ეს თქვენ თავს დააბრალეთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების’“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე წლიური მოხსენებით გამოდის. მათიკაშვილის შეფასებით, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლა იყო საქმეზე ორიენტირებული, […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 2023 წლის ბოლო 3 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მლნ-მდე ლარის შემოწირულება მიიღო – შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ კი, 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო

2023 წლის ბოლო სამ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო – მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ კი 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ორგანიზაციას პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური მონაცემები აქვს წარმოდგენილი. ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ბოლო კვარტალში […]
ლევან იოსელიანი – ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა ამგვარი ქმედების მიმართ საკანონმდებლო მექანიზმების დაპირისპირება გამართლებულად არ მიმაჩნია

ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა საკანონმდებლო მექანიზმების დაპირისპირება ამგვარი ქმედების მიმართ არ მიმაჩნია გამართლებულად, ვინაიდან ამან შეიძლება დააყენოს ქვეყანა მეორე საფრთხის წინაშე, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის ბრძოლის წინააღმდეგ. […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ არ დაურღვევია

ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სანქციების გვერდის ავლის, ასევე, არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, რომ საქართველო […]
პაპუაშვილი: 2023 წელს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ პარლამენტში გასულ წელს 65 პლენარული სხდომა ჩატარდა და 622 კანონი იქნა მიღებული. “გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად”, – აცხადებს პაპუაშვილი. ამასთან პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩატარებულის სხდომების 15%-ს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. […]
წითლიძე პაპუაშვილს: იმ ქვეყნის თავმჯდომარე ხართ, სადაც სკოლებში გვაქვს ბავშვების შიმშილი

“თქვენ დღეს ტრიბუნასთან იდექით, როგორც ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე და არა საქართველოს მოქალაქეების” – ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში წარადგინა. წითლიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პაპუაშვილს შეახსენა, რომ სთხოვდა, 2024 წლის ბიუჯეტში საჯარო სკოლებში ბავშვების უფასო კვების საკითხი გაეთვალისწინებინათ, რაც არ გაითვალისწინეს. მან მაგალითად სტატისტიკა მოიყვანა […]
ორი ემოცია, რომელიც პრეზიდენტმა დაუტოვა პაპუაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. მან სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი და თქვა, რომ ისიც “რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაება”. “ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულისდაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო […]
“ოცნება” – 9,5 მილიონი, ლელო – 330 ათასი, ენმ – 241 000 – პოლიტიკური შემოწირულობები – საერთაშორისო გამჭვირვალობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევით, “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის ბოლო სამ თვეში 9,5 მილიონამდე ლარის შემოწირულობა მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენს [N6] აქვეყნებს. 2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 700,000 ლარამდე […]