ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას

„ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან. იციან არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებენ და რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შეფასებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები რევოლუციური პროცესებისთვის მზადყოფნაზე ყველა არჩევნების წინ საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში არეულობას და სისხლისღვრას ვერავინ გაბედავს. „ეს სიახლე არაა. ჩვენ ვიცით […]

“საქმიანი, მშვიდი, მეგობრული” – პაპუაშვილს რიმა ბერაძეც აქებს

თანაგუნდელების შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირმა ბერაძემაც შეაქო. მან პაპუაშვილს საქმიანი, მშვიდი, მეგობრული უწოდა და მადლობა გადაუხადა. “მინდა, გამოვხატო უღრმესი პატივისცემა თქვენი პიროვნებისადმი, პერსონისადმი და ამაყი ვარ, იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით ის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელმძღვანელი, კომუნიკაბელური, საქმიანი, მშვიდი, გაწონასწორებული და ძალიან მეგობრული. მადლობა ამ ურთიერთობისთვის”, […]

დანი ალვეში კატალონიურმა სასამართლომ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო

ესპანური ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კატალონიურმა სასამართლომ დანი ალვეში დამნაშავედ ცნო 2022 წლის 30 დეკემბერს ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტზე. ორი დღის შემდეგ ქალმა დანი ალვეშის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, ყოფილმა ფეხბურთელმა ის კლუბის ტუალეტში გააუპატიურა. ალვეში ამტკიცებდა, […]

Gemini ამერიკის დამფუძნებელი მამების, პაპებისა და ვიკინგების “მრავალფეროვან” სურათებს ქმნის

მომხმარებელთა ნაწილი Google-ს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მის მიერ შექმნილი ჩეტბოტი, Gemini მომხმარებელთა ტექსტუალური აღწერილობის საფუძველზე “მრავლფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის” მოტივით აგენერირებს სხვადასხვა სქესისა და ეთნიკურობის ადამიანების გამოსახულებებს მაშინაც კი, როდესაც ეს ისტორიული თვალსაზრისით აბსურდულია და რეალობასაა მოწყვეტილი. მაგალითისთვის, დავალებაზე, რომ შექმნას ამერიკის დამფუძნებელი მამების ილუსტრაციები, Gemini ხშირად ქალებისა და ფერადკანიანი ადამიანების სურათებს აბრუნებს, როგორც […]

კომიქსების ჟანრის განვითარების პროექტში მწერალი ეკატერინე ტოგონიძე და ილუსტრატორი ლუკა ლაშხი მონაწილეობენ

ქართული ლიტერატურული ინიციატივის ინფორმაციით, ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში პარტნიორთა კონსორციუმი სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან კომიქსების ჟანრის განვითარების პროექტს „ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გამოიცემა სამი მწერალი ქალის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ერთობლივი კომიქსის წიგნი, რომელიც ასახავს სომეხი, ქართველი და უკრაინელი ქალების პერსპექტივას ომზე, მის გავლენას საზოგადოების და, კერძოდ, ქალების ცხოვრებაზე. […]

“მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია” – Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. “პარტენოპეის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ. Calcionapoli ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ დატოვა ჩვენებურმა მოედანი (იხილეთ მთავარი ფოტო). “კვარა” აშკარად უკმაყოფილო იყო, ის ახალ მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას არც კი მიესალმა, ხელი არ […]

საქართველოში პოლარიზაცია სულაც არაა – პაპუაშვილი

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს. პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი იდეური ან ღირებულებითი ნიშნით, რაც საქართველოში სულაც არაა ასე. საზოგადოება ერთიანია. პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება. პოლიტიკური რადიკალიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სიმწვავე. რადიკალიზმი წარმოადგენს პოზიციას, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების […]

როდესაც ჩვენ ხმას ვიღებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა — პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აგრესიული ომის დაწყება სიურპრიზად იქცა ბევრი დასავლელი პარტნიორისთვის, მაგრამ საქართველოსთვის 2022 წლის თებერვალში ახალი არაფერი მომხდარა. მისი თქმით, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო ათწლეულების განმავლობაში არსებობდა ეგზისტენციალური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში იმკიდა რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს. ამის შესახებ მან დღეს, 22 თებერვალს, პლენარულ […]

TI: 2023-ის მიწურულს „ოცნებას” 13-ჯერ მეტი ფული შესწირეს, ვიდრე სხვა ყველა პარტიას ჯამურად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ (TI) 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში პარტიების შემოწირულებები შეისწავლა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა. კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 700,000 ლარამდე შემოწირულება […]

ალიანსის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს

ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს, – აღნიშნულის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში – „იმედი LIVE“ განაცხადა. „ნატოს წევრ სახელმწიფოებთან გვაქვს მაღალი დონის თანამშრომლობა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ ამ შედეგებს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. […]