განცდა, რომელიც საქართველოშიც და უცხოეთშიც უსიამოვნოდ ჩარჩა – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბებაზე საუბარი დეზინფორმაციაა და რადიკალებს მართალია, ხალხი არ უსმენს, მაგრამ ს დეზინფორმაცია მაინც უსიამოვნო განცდათ ჩარჩათ საქართველოსა და უცხოეთში, მან სტარტეგიული პარტნიორებიც კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. შესაძლოა, ამ განცხადებით, პაპუაშვილი იმის თქმას ცდილობს, რომ 2024 წლის არჩევნების შესახებაც, თუ რამე კითხვის […]
სანდრო რაქვიაშვილი შალვა პაპუაშვილს – უნდა დავაფასო თქვენი იუმორი – მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო

ბატონო შალვა, უნდა დავაფასო თქვენი იუმორი. მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო. ასე მე მგონი, საქმე არ კეთდება, თუ ლანძღავთ ნახევარი საათი ოპოზიციას, მერე ერთად მუშაობა რაღაცნაირად რთულად წარმოსადგენია, – ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კოლეგების წინაშე 2023 წლის ანგარიშით წარსდგა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, ყველაფერი […]
რომან გოცირიძე – პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს ვერ ეწევა, ვინაიდან არის გაკონტროლებული და ვიცით, ვინ აკონტროლებს – სად წავიდნენ მინისტრები, რომ ჩამწკრივდნენ და გაიპარნენ, სად არის მთავრობა? მათთან მქონდა კითხვა

ეკონომიკის მინისტრი რომ გაიპარა აქედან, ჩემს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი გაუცემელია 393 დღე, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 392 დღე ველოდები, ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს, რომელსაც მივწერე ვაქცინებთან დაკავშირებით, 930 დღეა პასუხი არ გაუცია, მოქმედ მინისტრს, 100 დღე გავიდა თურქეთიდან წამლების შესყიდვაზე და ევროპიდან და სხვა სანდო ქვეყნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ვკითხე და პასუხს არ მცემს, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, […]
კახა კალაძე „ლელოს“ დაპირებაზე 1000-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით – კარგად ჩანს, რომ ეს არის ძალიან დიდი ბლეფი და ტყუილი, რომელიც ხაზარაძეს საკუთარი წარსულიდან გამომდინარე თან მოსდევს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლელოს” დაპირება პენსიის 1000 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით “ძალიან დიდი ბლეფი და ტყუილია, რომელიც ხაზარაძეს საკუთარი წარსულიდან გამომდინარე თან მოსდევს”. კახა კალაძის განცხადებით, მისი ინტერესის საგანი არ არის ის, თუ რა ხდება პარტია „ლელოში”. ამასთან, განმარტავს, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მათი განცხადებები “ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო”. „ერთი რამ ცხადია, […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ავრცელებდა დეზინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე, თუმცა, მთელი ეს ყალბი კამპანია ხუხულასავით ჩამოიშალა

მთავრობისათვის პრორუსულობის დაბრალება მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იყო ოპოზიციის სამარცხვინო არსენალში. არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის ის, რაც ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იკადრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და საზოგადოებას მარტო უწევს. მისი თქმით, ამ კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას უნდა […]
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ზურაბ უტიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად […]
შალვა პაპუაშვილი – დრომ ყველას დაანახა, რომ კანონი ფინანსების გამჭვირვალების შესახებ არ იყო არც კანონი „აგენტების შესახებ“ და არც „რუსული კანონი“ – სტრატეგიულ პარტნიორებს რადიკალიზმის ალაგმვაში პასუხისმგებლობა ეკისრებათ

დრომ ყველას დაანახა, რომ კანონი ფინანსების გამჭვირვალების შესახებ არანაირად არ იყო არც კანონი „აგენტების შესახებ“ და არც „რუსული კანონი“ – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში რადიკალიზმის ალაგმვაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, უცხოეთიდან შემოსული თანხები სხვადასხვა ორგანიზაციას და მათ […]
ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს. მისივე თქმით, ოპოზიციის ჩართულობა საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. „ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, და ეს რეფორმები პირველ რიგში ეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ამ გზაზე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, სასურველია, რომ იყოს ოპოზიციის […]
არმაზ ახვლედიანი შალვა პაპუაშვილს – წარმოადგინეთ თქვენი ხედვა, თუნდაც, მოკლედ – რას ფიქრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საპარლამენტო უმრავლესობის, თქვენი გუნდის მხრიდან, რომ შეიქმნას ნდობის გარემო წინასაარჩევნოდ

საყვედურის ნაცვლად, უფრო სწორი იქნებოდა ყოფილიყო მზაობა წინასაარჩევნო პერიოდის ნორმალურ ვითარებაში ჩასატარებლად თანამშრომლობისთვის – კარგად ხვდებით, რა შეიძლება მოჰყვეს 2024 -ში არასამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს უკვე 2025 წელს საქართველოსთვის, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მისი ანგარიში მოისმინეს. ახვლედიანი დაინტერესდა რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მმართველი გუნდი იმისთვის, რომ […]
სემ მენდესი THE BEATLES-ის თითოეულ წევრის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

ბრიტანელი რეჟისორი სემ მენდესი ლეგენდარული როკ ჯგუფის, The Beatles-ის თითოეული წევრის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. პოლ მაკკარტნიმ, რინგო სტარმა, ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ოჯახებმა პროექტზე თანხმობა განაცხადეს. ოსკაროსანი რეჟისორის თქმით, მისთვის “დიდი პატივია მოყვეს ყველა დროის საუკეთესო როკ ბენდის ისტორია”. 4 ფილმის გამოსვლა 2027 წელს იგეგმება. მენდესი კინოკომპანია Sony Picture-სთან ითანამშრომლებს. პროექტი პირველია, რომელმაც […]