კომიქსების ჟანრის განვითარების პროექტში მწერალი ეკატერინე ტოგონიძე და ილუსტრატორი ლუკა ლაშხი მონაწილეობენ

ქართული ლიტერატურული ინიციატივის ინფორმაციით, ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში პარტნიორთა კონსორციუმი სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან კომიქსების ჟანრის განვითარების პროექტს „ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გამოიცემა სამი მწერალი ქალის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ერთობლივი კომიქსის წიგნი, რომელიც ასახავს სომეხი, ქართველი და უკრაინელი ქალების პერსპექტივას ომზე, მის გავლენას საზოგადოების და, კერძოდ, ქალების ცხოვრებაზე.
პროექტის ქართველი მონაწილეები მწერალი ეკატერინე ტოგონიძე და პროექტის ფარგლებში ილუსტრატორებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული, ილუსტრატორი ლუკა ლაშხი არიან.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის” თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ