შალვა პაპუაშვილი – ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი – ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა

უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორის ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს 2024 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის მხრივ არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის […]
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას – არ მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ სარკე, სადაც თქვენს თავს დაინახავთ, მაგრამ შევეცადე დამენახებინა, რომ თქვენი ქცევა გაზიანებთ – თუკი ეს ასე არ არის, თქვით, რა ნაწილშია ეს სარკე გამრუდებული?

მინდოდა, ეს მოხსენება ყოფილიყო სარკე – არ მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ სარკე, სადაც თქვენს თავს დაინახავთ, მაგრამ შევეცადე დამენახებინა, რომ თქვენი ქცევა გაზიანებთ. თუკი ეს ასე არ არის, თქვით, რა ნაწილშია ეს სარკე გამრუდებული? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას მის გამოსვლასთან დაკავშირებით. „ანა წითლიძემ – პარლამენტის […]
კახა კალაძე – ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, როგორმე არ მიგვეღო სტატუსი – როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოსს ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! – ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები არიან

ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. ვნახეთ, კონკრეტული ქმედებები, რომ როგორმე არ მიეღო ქვეყანას სტატუსი. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! – ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები და შტერები არიან,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის […]
“ავადმყოფობის მითიდან გადაეშვა რადიკალიზმის მორევში” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა: ,,მისი სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ბრალდებებით და ჭორებით. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო. როდესაც ამ პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და „გამოჯანმრთელებული“ პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში. მოგვიანებით, უცხოელი […]
“ქართულ სასამართლოსთან ტყუოდა ყველა” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. “სახელმწიფოსთან ერთად, უშუალო დარტყმის სამიზნე ქართული მართლმსაჯულება ხდება. მაშინ, როცა სურდათ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება, სწორედ ასეთ საქმეებს იშველიებდნენ მტკიცებულებად: რუსთავი 2-ის საქმე, ახალაიას საქმე, აქციის დაშლისას ძალის გადამეტების საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე. ეს ის საქმეებია, რომლებზეც წლების განმავლობაში იყო აწყობილი ქართული სასამართლოს სახელის […]
მოსკოვში გაყიდვიდან მოხსნეს გაზეთი, რომელიც პატივს მიაგებდა ნავალნის ხსოვნას

რუსული ყოველკვირეული გამოცემა Sobesednik-ი, რომლის ახალი ნომერიც ნაწილობრივ ეძღვნებოდა ალექსეი ნავალნის ხსოვნას, სრულად მოხსნეს მოსკოვის ჯიხურებიდან – აცხადებს გაზეთის რედაქცია იმ ფონზე, როცა ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლას კრემლის გარდაცვლილი კრიტიკოსის მიმართ პატივისცემის საჯაროდ გამოხატვის ყველა შემთხვევაზე. არქტიკაში მდებარე ციხეში ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა და ბიძგი მისცა გლოვის და სიბრაზის გამოხატვას რუსეთში და მსოფლიოში. […]
გაეროს ექსპერტები მოითხოვენ გენდერული აპარტეიდი გამოცხადდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად

ქალების და გოგოების დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ მოწოდებით “გენდერული აპარტეიდი” ოფიციალურად გამოცხადდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. ავღანეთში, თალიბანის მმართველობის პირობებში ქალების და გოგოების მძიმე მდგომარეობის აღწერისას საბჭო – რომელშიც შედიან მექსიკის, აშშ-ის, ჩინეთის, სერბიის და უგანდის ექსპერტები – აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი დიდი ხნის წინ უნდა გადადგმულიყო. “თალიბანის მმართველობა გენდერული აპარტეიდის […]
პაპუაშვილი: სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატოც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმს შესთავაზებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოს კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს. მან 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და ნატოზე. “საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც […]
ბერაძე პაპუაშვილს: იმის მაგალითი ხართ, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელმძღვანელი

მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი პიროვნებისადმი, პერსონისადმი. ამაყი ვარ იმით, რომ თქვენ ბრძანდებით პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელიც იმის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელმძღვანელი – საქმიანი, კომუნიკაბელური, მშვიდი, გაწონასწორებული და მეგობრული. მადლობა ამ ურთიერთობისთვის. ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, რიმა ბერაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს. ჩვენთვის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, არაღიარების პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და აღნიშნულის მისაღწევად ამ სახელმწიფოების პარტნიორობა და […]