დიღმის მასივში განახლებული N6 ბიბლიოთეკა გაიხსნა

დიღმის მასივში, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკის სრულად რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. განახლებულ ბიბლიოთეკას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ესტუმრა და რეაბილიტაციის შედეგებს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. კახა კალაძის განცხადებით, ბიბლიოთეკა ხვალიდან მკითხველებს უმასპინძლებს. „ეს ბიბლიოთეკა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დღეს ხედავთ, რეაბილიტაციის შედეგად თუ […]
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა და ოფშორული კომპანიის სახელზე, საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 444 827 ევრო მოტყუებით ჩაართვევინა. მათივე ცნობით, შემდგომში, ფულის […]
კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება კონსტიტუციური უმრავლესობით

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება კონსტიტუციური უმრავლესობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენი პარტიები ბარიერის გადალახვისთვის იბრძოლებენ. „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება კონსტიტუციური უმრავლესობით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ყველა პარტიას, ისინი იბრძოლებენ ბარიერის გადალახვისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მან […]
ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარი რუსეთის უზენაესმა სასამართლომაც უთხრა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პუტინის ოპონენტის, ბორის ნადეჟდინის სარჩელი. ნადეჟდინი ასაჩივრებდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, არ დაარეგისტრიროს იგი, როგორც საარჩევნო კანდიდატი ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საპასუხოდ, ნადეჟდინმა განაცხადა, რომ ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ხუთი დღის ვადაში. ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატობის ერთადერთი მსურველია, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში. […]
„დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია“ – რაზე ისაუბრა პაპუაშვილმა თავის ანგარიშში

დღეს, 22 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში წარუდგინა. პაპუაშვილმა, რომელსაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა უნდა წარედგინა, თავის გამოსვლის დიდი დრო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას დაუთმო. პაპუაშვილის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტს საქმიანობა ისტორიული დატვირთული მოვლენების დროს მოუწია. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და მის […]
დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან – ირაკლი კობახიძე

დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, მისი სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. „ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში […]
აშშ-ს სახდეპი თანამშრომლებს გენდერულად ნეიტრალური სიტყვებით საუბარს სთხოვს

ამერიკულმა გამოცემა National Review-მ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან 5 თებერვლით დათარიღებული და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი გენდერული ენისგან, როგორიც, მაგალითად, ხალხისთვის “მამაცი ქალებისა და კაცების” დაძახებაა. დოკუმენტის თქმით, სხვის გენდერის იდენტობაზე დაშვების გაკეთებამ შესაძლოა, “პრობლემები შექმნას”, ხოლო “არასწორი გენდერით მიმართვას” შეუძლია, “მტკივნეული, გაძევებითი სიგნალი” გაგზავნოს. აშშ-ს […]
“კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, “ნაპოლიმ” სული გამოაჩინა” – იტალიური პრესა კალცონას აფასებს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ხვიჩა კვარაცხელიას 67-ე წუთზე შეცვლა გახლავთ, რაც დიდ მოულედნლობად ჩაითვალა. Gazzetta dello sport წერს, რომ ჯერ მხოლოდ 24 სააათი მუშაობის შემდეგ მწვრთნელის შეფასება შეუძლებელია, მაგრამ კვარაცხელიას მოხსნა პირველივე მატჩიდან ნამდვილი ვაჟკკაცური საქციელი გახლდათ. Coriere […]
პრემიერი – ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც კობახიძე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წლისთავის გასვლას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, ტატუნაშვილის სახელი შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა. „დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან. მისი სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ […]
პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს – ხართ მზად იმისთვის, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც ნამდვილად ხალხის პრობლემებზეა ორიენტირებული, განვიხილოთ?!

ხართ თუ არა მზად ბატონო შალვა იმისთვის, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც ნამდვილად ხალხის პრობლემებზეა ორიენტირებული, განვიხილოთ?! – ამ შეკითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კანონებზე საუბრით ხალხის რეალური პრობლემები ვერ გვარდება, რასაც დღევანდელი მძიმე ვითარებაც მოწმობს. „ბევრი ისაუბრა ბატონმა […]