მებაჟე ოფიცრებმა 18 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს და ბრილიანტის შემოტანა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 103,15 გრამი) და 261 ცალი ბრილიანტის თვალი გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 005,37 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, […]

მამუკა მდინარაძე – გუშინ იყო წამოცდენების დღე – ჯერ ჯანაშიამ თქვა, სააკაშვილმა წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში მამუკა ხაზარაძე რაღაცას გვპირდება

გუშინ იყო წამოცდენების დღე. ჯერ თემურ ჯანაშიამ თქვა, რომ სააკაშვილმა წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სცადა წამყვანმა, ასეთი რამ არ ეთქვა, მაინც წამოსცდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში მამუკა ხაზარაძე რაღაცას გვპირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე შემდეგ „თავად შეაშინა ამ წამოცდენამ, […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას – იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ თქვენი გმირობა დაადასტუროთ – ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ!

იცით აეროპორტი, იცით ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ თქვენი გმირობა დაადასტუროთ. ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ! – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, ითხოვდა ისეთ ქმედებებს, რაც საქართველოს ომში ჩართვის რისკს შეუქმნიდა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხალხისა […]

ლევან ბეჟაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში მოწყვეტილია რეალობას, მდიდრდებიან კიდევ უფრო მდიდრები და ღარიბდება დანარჩენი მოსახლეობა – ამ ფონზე ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან თამამი გადაწყვეტილებები

ჩვენ უნდა შექმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, უნდა დავძლიოთ ინფლაცია, დავაბრუნოთ ემიგრანტები – საზოგადოებას ეს დაკვეთა აქვს ჩვენს მიმართ, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენს გუნდს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, შეგვიძლია ამ მთავარი პრობლემების გადაწყვეტა, ამიტომ ჩვენ ვემზადებით ბრძოლისათვის და თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „გამარჯვების […]

იტალია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ

იტალია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა. „იმ სურვილის დადასტურება, რომ დავითს რუსი გოლიათისგან თავდაცვის რესურსები ჰქონდეს, ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ კიევისთვის დახმარების აღმოჩენას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „იმ დროს, […]

კახა კალაძე – ვფიქრობ, ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის – სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის – სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილს ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. „სალომე ზურაბიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს […]

შალვა პაპუაშვილი რაქვიაშვილს – ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხელისუფლებას ეძახი პრორუსს? რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ?! ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ!

ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს? რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ?! ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ , თუკი მართლა მაგის გჯერათ! – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის კომენტარს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციის კრიტიკას და შემდეგ თანამშრომლობის მოწოდებას ეხებოდა. პაპუაშვილის […]

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 005,37 ლარი შეადგინა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 103,15 გრამი) და 261 […]

შალვა პაპუაშვილი – ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთთან სანქციების ომში შესვლა ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა? ეს ან მიამიტობაა, ან სახელმწიფო ინტერესებზე განზრახ ღალატი – ახლა მაინც თქვით, რომ სამხედრო თვალსაზრისით ვერ ჩავერთვებით

ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთთან სანქციების ომში შესვლა, ჩვენთვის ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა? არ გამოგვიცდია, არ ვიცით, რა ინსტრუმენტები არსებობს? ეს ან მიამიტობაა, ან სახელმწიფო ინტერესებზე განზრახ ღალატი – ახლა მაინც დაასრულეთ ეს და თქვით, რომ გვერდით ვუდგავართ უკრაინას, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ვერ ჩავერთვებით,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან, სადაც ის საკუთარი ანგარიშის […]

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლეს

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოლგა ბოგდანოვა ხელმძღვანელობდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლატვიელი კოლეგები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს და ასევე, ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს. „ლატვიის ფინანსთა […]