აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბანკებსა და იარაღის ელემენტებზეა მიმართული – ვიქტორია ნულანდი

22 თებერვალს აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ აწესებს „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორი ნულანდმა განაცხადა, რომ სანქციების უმეტესობა დაარტყამს „პუტინის სამხედრო მანქანას“ დ ამოავსებს ხარვეზებს სანქციების უკვე არსებულ რეჟიმებში. ახალი სანქციები ასევე მიმართული იქნება […]
მახინჯაურში 22-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება

მახინჯაურში 22-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ბათუმელები“ ავრცელებს და წერს, რომ კომპლექსს შპს “სითი ქონსთრაქშენი 2022” ააშენებს. როგორც გამოცემა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს, კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რის გამოც კვარტლის განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) მომზადება მოსთხოვეს. დასაგეგმარებელი ტერიტორია 43 საკადასტრო ერთეულს და ერთ დაურეგისტრირებელ ნაკვეთს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 39 560 კვადრატული […]
“შტურმმა” “სლოვანს” გასვლაზეც მოუგო და მერვედფინალში გავიდა

კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „შტურმთან“ 0:1 დამარცხდა. გრაცულ გუნდს სახლში დამაჯერებელი გამარჯვება, 4:1 ჰქონდა მოპოვებული, სლოვაკეთშიც სძლია და მერვედფინალში გავიდა. მასპინძელთა რიგებში გურამ კაშიამ 86-ე წუთამდე ითამაშა, ჯაბა კანკავამ შეუცვლელად, ხოლო სტუმართა გუნდში ოთარ კიტეიშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს. სლოვანი – შტურმი 0:1 გოლი: ბიერეტი (52) გაძევება: ბლეკმანი (90+2, სლოვანი)
“მარსელმა” “შახტარი” ევროპა ლიგიდან გამოაგდო

ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ გასვლაზე, გატუზოს ნაცვლად მწვრთნელად დანიშნულ „მარსელთან“ 1:3 დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, “ველოდრომზე”სტუმრები ეგინალდუს მიერ მოპოვებული პენალტით სუდაკოვმა დააწინაურა, თუმცა ობამეიანგმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. 74-ე წუთზე მატვიენკოს შეცდომის შემდეგ სარიმ რიზნიკის კარი დალაშქრა, ცოტა ხანში კი გამოსვლაზე ბურთი თავად რიზნიკმა უხეიროდ მოიგერია და კონდოგბიამ […]
ბაიდენი ალექსეი ნავალნის ცოლსა და ქალიშვილს შეხვდა კალიფორნიაში

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 22 თებერვალს შეხვდა კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლს იულიას და ქალიშვილს, დაშას, კალიფორნიაში, რათა „გამოეხატა გულწრფელი სამძიმარი,“ წერია თეთრი სახლისგანცხადებაში. შეხვედრაზე ბაიდენმა გამოხატა “აღფრთოვანება ნავალნის სიმამაცით და მისი მემკვიდრეობით კორუფციასთან ბრძოლაში, თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის თანასწორად მოქმედებს,“ – ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა განაცხადა ასევე, რომ […]
არაღიარებული დნესტრისპირეთის “დეპუტატები” გეგმავენ, ვლადიმერ პუტინს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართონ – მედია

არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის “დეპუტატები” რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” დნესტრისპირეთის “დეპუტატებზე” დაყრდნობით წერს. როგორც მედია აღნიშნავს, ოკუპირებული რეგიონის “ხელმძღვანელობა” 28 თებერვალს “ყველა დონის დეპუტატის სხდომას” გეგმავს, რომელსაც დნესტრისპირეთის “პარლამენტის”, ასევე რაიონული, საქალაქო და სოფლის საბჭოების “დეპუტატები” დაესწრებიან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართავენ. […]
ქუთაისში კაცი დაჭრეს – გავრცელებული ინფორმაციით, ის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატია

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 1 პირი, გამოძიება კი დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც ინტერპრესნიუსი წერს, არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ზაქრო მამასახლისია. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება, სავარაუდო დამნაშავე დაზარალებულის მეზობელია და მან […]
დიდი ბრიტანეთი სამხედრო დრონებში ახალი ინვესტიციების ჩადებას იწყებს

დიდი ბრიტანეთი 4,5 მილიარდ ფუნტს [5,7 მილიარდ აშშ დოლარს] დახარჯავს მომდევნო ათწლეულში შეიარაღებული ძალებისთვის უახლესი უპილოტო საფრენი აპარატების, იგივე, დრონების შემუშავებისთვის. მთავრობის განცხადებით, უკრაინის ომმა აჩვენა სამხედრო კონფლიქტში ავტონომიური სისტემების და დრონების მნიშვნელობა. უპილოტო ტექნოლოგიები რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელშიც ორივე მხარე უპირატესობის მოპოვებისთვის იბრძვის. დრონების წარმოება იაფი ღირს, თუმცა მათ […]
იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედ წევრს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს

საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრები: · ბადრი შონია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; · პაატა სილაგაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე, წარსულში […]
„გეოგრაფიული აღნიშვნის არსებობის შემთხვევაში პროდუქციის ფასი 2.5-ჯერ იზრდება“ – რას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრება და როგორია მისი დაცვის მექანიზმები

„გეოგრაფიული აღნიშვნის არსებობის შემთხვევაში პროდუქციის ფასი 2.5-ჯერ იზრდება“ – რას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრება და როგორია მისი დაცვის მექანიზმები რას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრება და როგორია მისი დაცვის მექანიზმები. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ნინო ლიპარტიას გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ისაუბრეს, რომლის სტუმარიც იყო ბიზნესსა და სამართალზე სპეციალიზებული, „DRD ინტელექტუალური საკუთრების ფირმის“ დამფუძნებელი პარტნიორი ანა დალაქიშვილი. […]