ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „დეზინფორმაციის გავრცელების […]
დაჭრეს ქუთაისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან” – პოლიციამ მეზობელი დააკავა

ქუთაისის ცენტრში, ბროსეს ქუჩაზე ქალაქის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, ზაქრო მამასახლისი საკუთარი სასტუმროსთან ცივი იარაღით დაჭრეს. მამასახლისი კლინიკაშია გადაყვანილი, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. დეპუტატის დაჭრის საქმეზე პოლიციამ მეზობელი კაცი დააკავა. დაჭრას ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტს უკავშირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო.
პუტინი: ბაიდენის რეაქცია ადეკვატურია, ის ვერ იტყვის – ყოჩაღ, ვალოდია, ძალიან დამეხმარე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც მას “შეშლილი ნაბიჭვარი” უწოდა სან ფრანცისკოში საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხის შესაგროვებელ ღონისძიებაზე. ბაიდენი კლიმატის ცვლილებაზე საუბრობდა, რა დროსაც თქვა: “ჩვენ გვყავს შეშლილი ნაბიჭვრები, როგორებიც არიან პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის ვღელავთ ბირთვულ კონფლიქტზე, თუმცა კაცობრიობისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატის ცვლილებაა.” პუტინის თქმით, ბაიდენის მხრიდან ეს ადეკვატური […]
მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში უფრო ღრმად – მათ შორის, ოდესაში – შესვლა სურს

რუსული ჯარები ბევრად უფრო შორს წავლენ უკრაინაში, აიღებენ ოდესას და შესაძლოა ერთ დღეს დედაქალაქ კიევშიც შევიდნენ, თქვა ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე დიმიტრი მედვედევმა. ამას წინ უსწრებდა 20 თებერვალს პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რუსული ჯარები უკრაინაში კიდევ უფრო ღრმად შევიდოდნენ, რათა ბრძოლის ველზე საკუთარი წარმატება გაემყარებინათ, შაბათ-კვირას ქალაქ ავდიივკის დაცემის შემდეგ. განცხადებაში […]
ამ დრომდე უცნობია რამ გამოიწვია ნავალნის გარდაცვალება

ალექსეი ნავალნის, გარდაცვალებიდან ოთხი დღე გავიდა თუმცა, ამ დრომდე საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა. პასუხგაუცემელია კითხვა, რამ გამოიწვია ნავალნის გარდაცვალება. რუსეთის მოსახლეობის ნაწილი კი რომლებმაც, ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მცირემასშტაბიანი აქციები გამართეს დააკავეს.
თოფურია: მადრიდში ჩამოფრენისას, დავფიქრდი, რატომ უნდა გავიარო უცხოელების გასასვლელში?

UFC-ის ქართველ-ესპანელი ჩემპიონი ილია თოფურია მადრიდში ჩავიდა პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ჩემპიონის სტატუსზე, მომავალ მეტოქეებზე და ბიუროკრატიულ სირთულეებზე. “როდესაც მადრიდში ჩამოვფრინდი, დავფიქრდი, [აეროპორტში] რატომ უნდა გავიარო უცხოელების გასასვლელში? რატომ არ მომილოცა წარმატება ჩვენი ქვეყნის ლიდერმა?”, – განაცხადა ილია თოფურიამ, რომელიც მართალია ბევრი წელია ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ არ […]
„ასპოს ხის მანქანები“ საწარმო წარმოების ზრდაზე მუშაობს

წელს, ხის ხელნაკეთი მანქანების საწარმო „ასპოს ხის მანქანები“ საწარმოს განვითარებასა და წარმოების ზრდაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან საწარმოს დამფუძნებელმა, ვასილ ასპანიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საწარმო წალკაში მდებარეობს და მომხმარებელს ხის ხელნაკეთ მანქანებს სთავაზობს. ნედლეული რომელსაც ის იყენებს, სრულიად სუფთაა ტყვიისა და მინარევებისგან. ხოლო საპოხ საშუალებებს, თავად ოსტატი ამზადებს. „დაახლოებით 4 წელია თვითდასაქმებული ვარ და ხელნაკეთ […]
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელში […]
შალვა პაპუაშვილი – მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები – დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო

მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები – დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ფარგლებში საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა მოსამართლეები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ, […]
იტალიაში ახალი აეროპორტი გაიხსნება

ივლისში იტალიაში ახალი სამგზავრო აეროპორტი გაიხსნება – ამალფის სანაპიროზე. ახალ აეროპორტს სამხედრო აეროპორტის ბაზაზე ხსნიან, რომელიც ქალაქ სალერნოდან 21 კილომეტრში მდებარეობს. აეროპორტი 1926 წლიდან ფუნქციონირებდა, მაგრამ მხოლოდ 2007 წელს მიეცა კომერციული ფრენების მიღების უფლება. თუმცა აეროპორტმა დიდ დატვირთვას ვერ მიაღწია, რადგანაც იქ ოპერირება მხოლოდ ორმა პატარა ლოუქოსტერმა გადაწყვიტა. 2016 წელს აეროპორტი მთლიანად დაიხურა. მაგრამ ახლა […]