მთვარეზე, ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ამერიკული კოსმოსური ხომალდი დაეშვა

ამერიკულმა ფირმა Intuitive Machines-ის კოსმოსური ხომალდი „ოდისევსი“ პირველი კოსმოსური აპარატი გახდა, რომელიც, ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-დან მთვარის ზედაპირზე დაეშვა. „ოდისევსი“ მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაეშვა, სადაც, მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა, წყლის წყარო იყოს. კოსმოსური ხომალდი გასულ ხუთშაბათს, ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალიდან გაუშვეს და მან დედამიწიდან 384 400 კმ გაიარა. აღსანიშნავია, რომ Intuitive Machines-ი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განვიცადეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა : „ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული […]
“ამ შემთხვევაში, არის რისკი იმისა, რომ “ლელოც” დაიშალოს” – გამზარდია

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: “ლელოს” წინასაარჩევნო სტრატეგია მაგონებს 2016 წლის “თავისუფალი დემოკრატების” სტრატეგია. ანალოგიური ტიპის ხისტი პოლიტიკური რიტორიკა (მაშინაც, ახლაც “ნაციონალურ მოძრაობაზე” ბევრად ხისტი რიტორიკა), სოციალისტური მიდგომები – მინიმალური პენსიების და ხელფასების თემა და ა.შ. 2016 წელს ანალოგიური სტრატეგია მომგებიანი არ აღმოჩნდა, 2024, მგონია, რომ კიდევ უფრო ნაკლები პერსპექტივის იქნება. 2016 წლის არჩევნების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატები”, […]
პუტინმა თავის მიმართ ბაიდენის მიერ გამოთქმული სიტყვები „ადეკვატურ რეაქციად“ შეაფასა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებზე, „crazy SOB“ – „შეშლილი ბ.ზ. შვილი,“ რომლითაც მან რუსეთის ლიდერი მოიხსენია სან-ფრანცისკოში 21 თებერვალს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. პუტინმა ეს სიტყვები „ადეკვატური რეაქციად“ მიიჩნია თავის ბოლო განცხადებაზე, რომ რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტად ბაიდენი ურჩევნია დონალდ ტრამპს. „თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რაც ახლა თქვა ბაიდენმა, მე აბსოლუტურად […]
“მარსელმა” “შახტარი” ევროპა ლიგიდან გამოაგდო [VIDEO]

ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ გასვლაზე, გატუზოს ნაცვლად მწვრთნელად დანიშნულ გასეს „მარსელთან“ 1:3 დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, “ველოდრომზე”სტუმრები ეგინალდუს მიერ მოპოვებული პენალტით სუდაკოვმა დააწინაურა, თუმცა ობამეიანგმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. 74-ე წუთზე მატვიენკოს შეცდომის შემდეგ სარიმ რიზნიკის კარი დალაშქრა, ცოტა ხანში კი გამოსვლაზე ბურთი თავად რიზნიკმა უხეიროდ მოიგერია და […]
სათადარიგო საზონოვი და “ტორინოს” შეწყვეტილი წაუგებელი სერია

სერია A-ს 25-ე ტურში „ტორინო“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო. ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ტორინოს“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია (3 მოგება და 3 ფრე), 36 ქულით მეათე ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „რომას“ დაუპირისპირდება. ტურინი. „ოლიმპიკო დი ტორინო“ ტორინო – ლაციო 0:2 გოლები: 0:1 გენდუზი (50), 0:2 კატალდი (56) გაძევება: […]
საქართველოს ფოსტა ყოფილი თანამშრომელს 25 000 ლარს გადაუხდის – სასამართლო

საქართველოს ფოსტას, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი თანამშრომლისთვის, ანი ბალიაშვილისთვის, კომპენსაციის სახით, 25 000 ლარის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს. “ოთხწლიანი დავა დასრულდა. სასამართლო დავა მქონდა საქართველოს ფოსტასთან. დღეს გამოქვეყნდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მე მოვუგე საქართველოს ფოსტას შრომითი დავა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არ გეგონოთ, რომ რამეზე უკან უნდა დაიხიოთ”, – ამბობს ბალიაშვილი […]
23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 19-20 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი. 23 თებერვალს კი ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლას შეწირული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 თებერვალს კი რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ და […]
რუსი პილოტის მკვლელობა, სავარაუდოდ, კრემლმა დაუკვეთა – მედია

ესპანეთში, რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის, მკვლელობა, სავარაუდოდ, კრემლმა დაუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El País ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემასთან ესპანეთის დაზვერვაში მომუშავე წყაროები ამბობენ, რომ მკვლელობის კრემლთან დაკავშირება რთული იქნება, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთმა პილოტის მოკვლა დაქირავებულ მკვლელებს დაავალა. სამთავრობო წყაროები განმარტავენ, რომ დაზვერვა კუზმინოვის ესპანეთში ყოფნის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ცნობილია, […]
ლატვიის სეიმმა აკრძალა რუსეთიდან და ბელარუსიდან საქონლის შეტანა, მაგრამ ტრანზიტის შესაძლებლობა ძალაში დატოვა

ლატვიის სეიმმა 22 თებერვალს მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან და ბელორუსიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს შიდა ბაზრისთვის. დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ცვლილებას, რომელიც ასევე კრძალავდა ასეთი საქონლის ტრანზიტს, იუწყება Delfi. იმპორტზე შეზღუდვები ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების მიმართ, რომლებიც შემოტანილია უშუალოდ რუსეთიდან და ბელორუსიიდან და სხვა ქვეყნებში წარმოებულ საქონელზე, რომლებიც ამ ორი სახელმწიფოდან შედის ლატვიაში. ცვლილებების […]