23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 19-20 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი.
23 თებერვალს კი ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლას შეწირული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 თებერვალს კი რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.
იუნკერთა პატივსაცემად, 2010 წელს, საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!