ვიქტორია ნულანდი – გვექნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით და ასობით სანქცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ასობით ახალ სანქციას დააწესებს. ნულანდის განმარტებით, სანქციების ნაწილის სამიზნეა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები, უმეტესობა კი „პუტინის ომი მანქანას“ დაარტყამს. სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. „ჩვენ გვექნება სანქციების გამანადგურებელი ახალი პაკეტი, ასობით, ასობით […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს. თურნავა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა და მისი მოსმენა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან ცხრა შეკითხვა გაეგზავნა. ნათია თურნავასთან ინტერპელაციის გამართვის ინიციატორია […]
ჯო ბაიდენი იულია და დაშა ნავალნაიებს შეხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სან-ფრანცისკოში ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს, იულია და დაშა ნავალნაიებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და კორუფციის წინააღმდეგ და თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის მისი ბრძოლის მიმართ,“ – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში. ამასთან, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის ოჯახთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ მისი […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 23 თებერვალს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვემო არანისი, ჟინვალი, ფასანაური, ხევსა და მიმდებარე სოფლებში. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში; ბარათაშვილის, ქედის, კაკაბაძის, ავთანდილის და მიმდებარე […]
ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე დრონებით მორიგ თავდასხმას

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქი იყო. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ოლქში 9 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დაეცა ოდესის სანაპირო ზონაში მდებარე საწარმოს შენობას და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 3 დაღუპულის ცხედარი. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. […]
ესპანეთში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა მასიურმა ხანძარმა სულ მცირე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხანძარი 14 სართულიან კორპუსს კამპანარის რაიონში მოედო და მიმდებარე შენობაში გავრცელდა. მეხანძრეები ბალკონებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ, ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, ადამიანები შენობაშიც იყვნენ ჩარჩენილი. დაშავებულია სულ მცირე 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი მეხანძრე და […]
რუსებმა ოდესასა და დნიპროზე დრონებით იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებითა და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ობიექტში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესას Shahed-131/136 დრონებითა და Х-31П და Х-22 ტიპის რაკეტებით შეუტიეს. “რაკეტებმა ჰაერში საბრძოლო შესაძლებლობები დაკარგეს. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 9 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს”, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში. ამასთან, მათივე […]