ჯო ბაიდენი იულია და დაშა ნავალნაიებს შეხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სან-ფრანცისკოში ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს, იულია და დაშა ნავალნაიებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და კორუფციის წინააღმდეგ და თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის მისი ბრძოლის მიმართ,“ – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
ამასთან, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის ოჯახთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალი დიდ სანქციების შესახებ განაცხადებს ალექსე ნავალნის გარდაცვალების, რუსეთის რეპრესიებისა, აგრესიის, ასევე უკრაინაში მისი სასტიკი და უკანონო ომის საპასუხოდ.
შეხვედრას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჯო ბაიდენიც.
„ალექსის სიმამაცის მემკვიდრეობა გააგრძელებს არსებობას იულიასა და დაშაში, ისევე როგორც უამრავ ადამიანში მთელ რუსეთში, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება