თბილისში ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ისნის რაიონში, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუჩის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი წევრი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ […]
გიორგი ამილახვარმა საგნობრივ ექსპერტებთან ზოგადი განათლების რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე ახორციელებს მასშტაბურ რეფორმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასკოლო საგნების სტანდარტების გადახედვასა და განახლებაზე. „აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა […]
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ჩვენი აზრით, არ შესრუებულა სომხეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში“, – განაცხადა ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში. სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო […]
რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების ჩუქებისა და გაყიდვისას და შესაძლებელია თუ არა გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება?

იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში უძრავი ქონების ჩუქებისა და გაყიდვის სამართლებრივ რეგულირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩუქების ხელშეკრულებით დამოწმება აუცილებელია მხოლოდ უძრავი ქონების გადაცემის დროს, ხოლო მოძრავი ქონების ჩუქებისას, ამის გაკეთება აუცილებელი არ არის. ამავდროულად, აუცილებელია, რომ დასაჩუქრებულისგან თანხმობა იყოს გაცხადებული. თუ დასაჩუქრებული უარს ამბობს ნივთის მიღებაზე, ასეთ დროს ჩუქება […]
G-Star RAW – კიდევ ერთი ახალი ბრენდი დრესაპ ჯგუფისგან

დრესაპ ჯგუფისთვის 2024 წელი კიდევ ერთი დიდი სიახლით გრძელდება. მის პორტფელში, ჯგუფმა, დღესდღეობით ყველაზე აქტუალური ნიდერლანდური ბრენდი, G-Star RAW წარადგინა. ბათუმში, Grand Mall-ში, 23 თებერვლიდან შესაძლებლობა გექნებათ ტანსაცმლის, ფეხსაცმელისა და აქსესუარების, ყველაზე მეტად კი ჯინსების კოლექციებს გაეცნოთ, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალასთან ერთად, ამ ლურჯი მატერიისადმი უდიდესი სულისკვეთებითაა შექმნილი. G-Star RAW-ის მაღაზიაში თქვენთვის კარგად ნაცნობ, „დრესაპის“ […]
ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ში მონაწილეობა გაყინა

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანამ რუსეთის მიერ გაღოლილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ უმოქმედობა გამოიჩინა მაშინ, როცა სომხეთს დახმარება სჭირდებოდა. “ჩვენი აზრით, სომხეთთან მიმართებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება არ შესრულებულა, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში და ეს ჩვენი მხრიდან შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ჩვენ ამ შეთანხმებაში […]
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, […]
ჰეზბოლა – ისრაელის არმიის 12 პოზიციას დავარტყით

ლიბანში მოქმედმა შიიტურმა მოძრაობა „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის არმიის 12 პოზიციას დაარტყა. მედიის ინფორმაციით, მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ცხრა პოზიციას აღმოსავლეთის მიმართულებით და სამს – დასავლეთის მიმართულებით. მოძრაობაში განმარტავენ, რომ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმების დროს რაკეტები გამოიყენეს. ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ვითარება 2023 წლის ოქტომბრიდან, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო […]
„კოლექციონერების კუთხით საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე ვართ“ – როგორია საქართველოში მინიატურულ მოდელებზე მოთხოვნა

საქართველოში მინიატიურული მოდელების იმპორტი 10 წლიან მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით 2023 წელს საქართველოში $35,779.65 – ის 5178 ტონა სათამაშოების იმპორტი (სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული ზომის და ანალოგიური მოდელები; თავსატეხები) განხორციელდა. როგორია საქართველოში მინიატურულ და ანალოგიურ მოდელებზე მოთხოვნა, გვყავს თუ არა კოლექციონერები და რა ღირს თვითმფრინავების, ავტომობილების, გემების მატარებლების და სხვა ტრანსპორტის საკოლექციო ნიმუშები. თემასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ […]
„ატენის ტერასები“ ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს – ინვესტიცია $0,5 მლნ-ია

მიმდინარე წელს, მეღვინეობა „ატენის ტერასები“ ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის ღვინის ტექნოლოგმა, ილია ტერმაკოზაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანიამ 2010 წელს ატენის ხეობაში, 20 ჰა-მდე ბიო ვენახების გაშენება დაიწყო. ვაზის გაშენება ეტაპობრივად მიმდინარეობდა და ამჟამად მეღვინეობაში გორული მწვანე, ჩინებული, შავკაპიტო, დანახარული, მუხამწვანე, თავკვერი და საფერავის ჯიშის ყურძენი გადამუშავდება.. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობაში ვაზს 5 […]